იმერეთი ქუთაისში მაშველებმა გოგონები გადაარჩინეს +(ფოტოები) 2015, 27 მარტი, 14:52 ქუთაისში, მდინარე რიონში, თეთრ ქვებზე 9 წლის გოგონები ლიზი ლომთაძე და მარიამ კოპალიანი ფოტოებს იღებდნენ.
მოულოდნელად წყლის დონემ მოიმატა და გოგონების გამოსაყვანად სამაშველო სამსახური გახდა საჭირო. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მაშველები შემთხვევის ადგილზე მალე მივიდნენ და ბავშვები წყლიდან ამოიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 719 1-ს მოსწონს
|