ინგლისური რთული ენაა.. მაგალითად ეს არის ნამდვილი ისტორია რომელიც მოხდა ჩინეთის საელჩოში, ამერიკაში... რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრემიერმა მორიმ სანამ ვაშინგტონში ჩავიდოდა და ბარაკ ობამას შეხვდებოდა, სცადა აეთვისებინა სასაუბრო მინიმუმი.
ინტრუქტორმა პრემიერი დაარიგა რომ როდესაც ბარაკ ობამას ხელს ჩამოართმევდა, მისთვის ეკითხა : როგორ ხარ? (how are you?), ბარაკ ობამა მას უპასუხებდა : მშვენივრად.. შენ? პრემიერს ამ კითხვაზე უნდა ეპასუხა: "-მეც" (me too) .. ყოველივე ამის შემდეგ უკვე თარჯიმნები გააგრძელებდნენ ამ საქმეს..
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან მარტივია მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა..
როდესაც პრემიერი ობამას შეხვდა მან შეცდომით ჰკითხა : ვინ ხარ? (who are you?) ნაცვლად იმისა რომ ეკითხა: "როგორ ხარ? " (how are you).. ბარაკ ობამა შეცბა მაგრამ ხუმრობით მიუგო : "მე მიშელის ქმარი ვარ... ჰა ჰა ჰა.. " .. "მეც ...ჰა ჰა ჰა.. (me too) " მიუგო პრემიერმა..
შეხვედრების ოთხაში კარგა ხნით ჩამოვარდა სიჩუმე..