x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ზოდიაქოს ნიშნების თალისმანი

imageთალისლამი - ეს
არის ნივთი, რომელსაც მხოლოდ თავისი მფლობელისთვის მოაქვს იღბალი. ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანს, რომელი თილისმა "სწყალობს".



ვერძი ცეცხლოვანი ნიშანია. თალისმანი უნდა დაეხმაროს მას, რათა თავი ძლიერად იგრძნოს,
ამიტომ ასეთ თილისმად შეიძლება იყოს ოქროს: მონეტა, ბეჭედი ან ნებისმიერი სხვა ნივთი.
ასევე გამოდგება წითელი, ყვითელი და მწვანე კვადრატები ბრელოკის ან სამკაულის სახით.
იღბლიანი რიცხვები: 4, 7, 9 ან 11. ვერძის მმართველი პლანეტა მარსია, ესე
იგი, მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება ლითონის და რკინის ნაკეთობები. ვერძისთვის
საუკეთესო ფერი ყველა ფერია, რომელიც წითელის სპექტრიდანაა. წარუმატებელ ფერად ითვლება
იასამნისფერი/იისფერი.

კურო მიწის ნიშანია. მას მიიჩნევენ გონიერების, განსჯისა და სიმდიდრის ნიშნად. ყველაზე კარგად კუროს საფრთხისგან იცავს სპილოსა
და ხარის გამოსახულება, რომლებიც ამყარებს მატერიალურ მდგომარეობას და უერთობას. თალისმანი
ასევე შეიძლება გახდეს ფუმფულა სათამაშოები ან ხის ქანდაკება. უფრთხილდით სპილოს ძვლებს.

კუროს მმართველ პლანეტად ვენერა ითვლება, რაც ნიშნავს, რომ თალისმანად შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ნივთები,
რომლებსაც ესთეტიკური ღირებულება აქვთ, არამედ ქვებით მოპირკეთებული ზარდახშები, მოჩუქურთმებული
ავეჯი, ლითონის ჩარჩოები და სამაჯურები.ხოლო საყვარელი ციფრებია: 2, 4, 16. საყვარელი
ფერებია: ლიმონისფერი, სტაფილოსფერი, მწვანე და ცისფერი. არასაყვარელ ფერად წითელი
ითვლება.

ტყუპები - ჰაერი. ამ ადამიანების თალისმანი ეხმარება ადამიანებს ადვილად შევიდნენ ტყუპებთან
ურთიერთობაში. ყველაზე კარგი ვარიანტი ტყუპებისთვის
- ოქროს ან ვერცხლის გასაღებია, რომელიც აღებს ყველა კარს, მათ შორის გულის კარსაც
:D ასევე თილისმად შეიძლება გამოდგეს ხელი ან ნიღაბი. მათი მმართველი პლანეტა მერკურია,
რის გამოც, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უყვართ ყველანაირი ინფორმაციის შთანთქვა: წიგნები,
ქაღალდის ფული, გლობუსები, საწერი მასალები. საყვარელი ციფრებია: 3, 5, 12, 18. ფერები:
იისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი. არასასურველია მწვანე.

კირჩხიბი, წყლის ნიშანია, ამიტომ მათ ეხმარებიან კიბორჩხალები.. ასევე სარკეები და
ვერცხლის ნივთები. კირჩხიბებს მართავს მთვარე, ქალურობის სიმბოლო, რომელიც ამძაფრებს
გრძნობებს. ამ ნიშნის თილისმად შეიძლება ჩაითვალოს მარაო, კარტი, ქოლგა და სამკაულები,
მრგვალი ქვებისგან. მათი იღბლიანი რიცხვებია: 2, 4, 5, 8. იღბლიანი ფერები: თეთრი,
ვერცხლისფერი, ღია ცისფერი და ლურჯი. უარყოფითად მოქმედებს ნაცრისფერი.

ლომს ვარსკვლავის სახის ნაკეთობები დაეხმარება ინტუიციის გაუმჯობესებაში და წარმატებების
მიღწევაში. ზოდიაქოს ეს ნიშანი ადამიანში ენერგიას აღვიძებს. იდეალურ თილისმა რა თქმა
უნდა, ძვირფასი ნივთებია, რომლებიც ძირითადად ლომის მიერაა მოპოვებული, მაგალითად:
ორდენები, ოქროს მონეტები, ანტიკვარული ავეჯი.

მისი საყვარელი ლიცხვებია: 1, 5, 9, 11. ფერები: ალისფერი, ოქროსფერი, შავი, ნარინჯისფერი.
ანტიფერია: თეთრი.

ქალწული - მიწის ნიშანია, ის არის ძველი ბერძნული ქალღმერთის, ათენას ლიმბოლო: ბრძენი
და მკაცრი. მისი თილისმაა ბუ. ქალწულებს, ისევე
როგორც ტყუპებს მართავს მერკური, ამიტომ მათთვისაც საუკეთესო თილისმა იქნება წიგნები
და დღიურები, ასევე ქაღალდის ფული, ფურცელი, ფლობუსი, საწერი ატრიბუტები. საყვარელი
ფერებია: თეთრი, ცისფერი, იისფერი და მწვანე.

სასწორის სტიქია ჰაერია. სასწორს სიტუაციის დარეგულირებაში, რაღა თქმა უნდა ისევ სასწორი
დაეხმარება. მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია თილისმის ქონა, თუმცა რა მასალისგან იქნება
დამზადებული, ყურადღებას არ ანიჭებენ, მაგრამ მაინც უდნა გავითვალისწინოთ, რომ სასწორის
მმართველი პლანეტა ვენერაა, ხოლო ვენერას ვერცხლი იზიდავს. გარდა ამისა, სასწორი მიილტვის
სილამაზისკენ, ამიტომ მათ ხიბლავთ ზარდახშები და სხვადასხვა ლამაზად მოჩუქურთმებული
ნივთები. მათი საყვარელი ფერია: მუქი ლურჯი, მწვანე.

მორიელი - წყლის ნიშანია, მას დაეხმარება ბაყაყი. ეგვიპტელებს ის მიაჩნდათ გონიერების
სიმბოლოდ. ბაყაყს შეუძლია დააცხროს ან შეაკავოს მორიელის ულევი ვნება. მათ შეეფერებათ
ექსტრავაგანტული ნივთები. მათი საყვარელი რიცხვებია: 4, 5, 8, 9, 10, 11, 21, 100,
666. ფერები: ყვითელი, მუქი წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი.

მშვილდოსანი - ცეცხლის ნიშანია. მასთან ასოცირდება კენტავრი, შესაბამისად მის თილისმად
შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი, რაც ცხენს უკავშირდება, განსაკუთრებით კი ნალი. მისი
საყვარელი რიცხვი - 4. იღბლიანი ფერები: ცისფერი, ლურჯი და იისფერი.

თხის რქა - მიწა. მათი სიმბოლო კუა, რომელიც ეხმარება თვითკონტროლში. თხის რქამ თილისმად
შეიძლება გამოიყენოს მედალიონები, მონეტები, ჭურჭელი და ფაიფურის ნაკეთობები. საყვარელი
ციფრებია : 3, 5, 7, 8. ფერები: ღია ყვითელი და ნაცრისფერი.

თევზები - წყალი. თევზებისთვის საუკეთესო თალისმანია ყველაფერი, რაც წყალთანაა კავშირში.
მისი მმართველ პლანეტას, ნეპტუნსაც უყვარს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზღვასთან.
ამას გარდა, თალისმანად შეიძლება ჩაითვალოს მუსიკალური ინსტრუმენტი. თევზების იღბლიანი რიცხვებია: 6, 7. საყვარელი ფერები:
იისფერი, ზღვისფერი მწვანე, ცისფერი, წითელი და ლითონისფერი.

1
1107
3-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
1107
  
2016, 8 მაისი, 2:09
თალისმანი არა კვატი :დ თილისმა დურიკ
0 1 1