x
image
რომეო
მეგრელები

imageმეგრელები, XIX ს...

მეგრელები — ქართველთა ერთ-ერთი მსხვილი ეთნოგრაფიული ჯგუფი. წარსულში მათ ეკავათ ისტორიული კოლხეთის ცენტრალური რაიონები და მთისწინეთი, ამჟამად - რიონის, ხობის და ენგურის სანაპიროები, კომპაქტურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის რიგ რაიონებში (გალი, ოჩამჩირე, სოხუმი). წარსულში ქართებთან, სვანებთან და სხვებთან ერთად მეგრულმა ტომებმა შეადგინეს თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირების საფუძველი. მეგრელების დიდი ნაწილი ორენოვანია, ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში - აგრეთვე მეგრულ ენაზე, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეგრელებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3 600 000 ქართველიდან, დაახლოებით 800 000 ქართველი, მეგრული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომაგდენელია.

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0