ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. მიმდინარე გათამაშებაზე საუკეთესო გუნდის თავდასხმის ხაზში ერთი გუნდის ორი თავდამსხმელი მეორედ მოხვდა.
“ასტონ ვილამ” სტუმრად “სანდერლენდი” 4:0 გაანადგურა, ბენტეკემ და აგბონლაჰორმა დუბლები შეასრულეს და სიმბოლურში ღირსეულად მოხვდნენ. პირველად კი მე-5 ტურის სიმბოლურში თავდამსხმელის პოზიციაზე “ლესტერის” მოთამაშეები ჯემი ვარდი და ლეონარდო ულოა გაამწესეს.
პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ტომ ჰიტონი (“ბარნლი”)
მცველები: ლეანდრო ბაკუნა (“ასტონ ვილა”), ჟოელ უარდი (“კრისტალ პალასი”), პერ მერტესაკერი (“არსენალი”), ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”).
ნახევარმცველები: აარონ რემსი (“არსენალი”), მაიკლ კერიკი, მარუანე ფელაინი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), ვილფრიდ ზაა (“კრისტალ პალასი”).
თავდამსხმელები: გაბრიელ აგბონლაჰორი, კრისტიან ბენტეკე (ორივე “ასტონ ვილა”).
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge