x
image
K.P.
თამრიკო ჭოხონელიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა!"

image
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და ბერა ივანიშვილის ნათლია გახლავთ მმართვრელ პარტიას განუდგა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა მომღერლისთვის ბევრი რამ შეცვალა. "და საერთოდ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არა შემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ "შეძვრნენ" ამ ტელეეკრანებში?! რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?! არ ატეხეს აქ უადგილოდ და თან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა "მაფიოზები" მოკალათდნენ ტელევიზიებში?! რა ხდება ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა რეალურად თვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს….. არ წაიღეს ტვინი "შოუს", "შოუს" ძახილით?! რა "შოუ" მამაცხონებულო, "პიმ-პამ-პოს" ფონზე დაგექცა თავზე, ის, რაც შენს წინაპარს საუკუნეები რუდუნებით უკეთებია! ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა! მათ ეს გაურკვეველი ან სრულიად სხვა პროფესიის ხალხი ჰგონიათ კომპეტენტური და მათ "ბრძნულ" გამონათქვამებს მიიჩნევენ მისაღებად! დავიღუპებით იცოდეთ! გაგიგიათ ალბათ "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!" მე ვჩერდები, ახლა ჯერი თქვენზეა. ახლა ატყდება თამრიკო ჭოხონელიძემ "სკანდალური" (ეს მაგარი სიტყვა აქვთ ატაცებული!) განცხადება გააკეთა და ა.შ. არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებას! აწი, ჯერი თქვენზეა ძვირფასო საზოგადოებავ და კოლეგებო-მუსიკოსებო!"-წერს მომღერალი.

image

0
579
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0