x
image
worldsport.ge
“ბარსელონას” ალვეშის შემცვლელად გასპარი სურს

imageროგორც კატალონიური გამოცემა mundodeportivo იუწყება, “ბარსელონა” დანი ალვეშის შემცვლელად “ვილიარეალის” ფეხბურთელ მარიო გასპარს მოიაზრებს.
24 წლის მარიო გასპარი “ვილიარეალის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მხოლოდ ამ გუნდში უთამაშია. “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში, მის კარიერაში პირველი ტრანსფერი განხორციელდება. გასპერს “ვილიარეალთან” კონტრაქტი 2019 წლის ივნისში უმთავრდება.
ამავე დროს ინფორმაცია ვრცელდება დანი ალვეშის სამომავლო კარიერის შესახებ. “მარკას” რადიოსადგურის ცნობით, დანი ალვეში მზადაა პსჟ-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.


დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0