x
image
natia.a
"ლურსმნები" - იგავი ადამიანურ ურთიერთობებზე
imageიყო ერთი ფიცხი და თავშეუკავებელი ბიჭი. ერთხელ მამამ ლურსმნებით სავსე ტომარა მისცა და უთხრა:


- ყოველთვის, როცა სიბრაზე მოგაწვება აიღე ერთი ლურსმანი და აი ამ ხის ღობეში ჩაარჭვე.


პირველი დღის ბოლოს ღობეში უკვე რამდენიმე ათეული ლურსმანი იყო ჩარჭობილი.

ბიჭმა თანდათან ისწავლა სიბრაზის შეკავება და ლურსმნებიც სულ უფრო ნაკლები ემატებოდა ღობეს. ბიჭი მიხვდა, რომ უფრო ადვილია აკონტროლო საკუთარი ტემპერამენტი, ვიდრე ლურსმნები არჭო ხის მაგარ ფიცრებში.



ბოლოს დადგა დღე, როცა ბიჭმა არც ერთხელ არ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. გახარებულმა ამის შესახებ მამას უამბო. მაშინ მამამ ახალი დავალება მისცა:


- ყოველთვის, როცა საკუთარი სიფიცხის გაკონტროლებას და სიბრაზის შეკავებას შეძლებ, შენი ჩაჭედებული ლურსმნებიდან თითო ამოაძვრე.


გადიოდა ხანი. და აი, დადგა დღე, როცა ბიჭმა სიხარულით ამცნო მამას, რომ ღობეზე არც ერთი ლურსმანი აღარ დარჩა. მაშინ მამამ შვილს ხელი მოჰკიდა და ღობესთან მიიყვანა:


- შვილო, შენ კარგად გაართვი თავი დავალებას, მაგრამ ხედავ ლურსმნებისგან რამდენი ნახვრეტი დარჩა ამ ღობეზე? ის ვეღარასოდეს გახდება ისეთი, როგორიც ძველად იყო. ცხოვრებაც ასეა, როცა ადამიანს რაიმე ცუდს ეტყვი, მის გულში ისეთივე იარა რჩება, როგორიც ამ ღობეზეა. და მნიშვნელობა არა აქვს ამის შემდეგ რამდენჯერ მოუბოდიშებ - იარა მაინც დარჩება...





გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...

0
172
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0