x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 არაჩვეულებრივი სახლი,რომელიც ზღაპრულ სამყაროში გადაგისვრით
სახლები ხეზე და ტყეში საბედნიეროდ აღარაა ბავშვური ჯადოსნური ზღაპრის ფანტაზიის ნაყოფი.

იგი სავსებით რეალურია და მრავალი თანამედროვე დიზაინერი და არქიტექტორი აქტიურად მუშაობს მასზე.

მრავალი კომპანია ანხორციელებს მსგავს შეკვეთებს.უმეტეს მათგანში სასტუმრო ან რესტორანია განთავსებული.



1. Three Story Treehouse-ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა. ეს გახლავთ ყველაზე მაღალი სახლი, რომელიც ხეზეა აშენებული.


image


2. Mirror Tree House-შვეცია.თითქმის უჩინარი სასტუმრო განთავსებული ჩრდილოეთ შვეციაში, ტყეში.

image



3. The Bird’s Nest Tree House -ესეც შვედურ Tree House -ს სასტუმროების კომპლექსს მიეკუთვნება.ჩიტის ბუდის ფორმის სასტუმროს ნომერი თანამედროვე ტექნოლოგიით არის გაწყობილი.

image



4-The HemLoft Treehouse -კანადა.26 წლის პროგრამისტმა ჯოელ ალენმა გადაწყვიტა ესწავლა დურგლობა და შეექმნა რაღაც "ძალიან მაგარი"...და გამოუვიდა კიდეც..მისმა ნამუშევარმა მრავალი საერთაშორისო ჟურნალის ყურადღება მიიქცია.

image



5-Minister’s Treehouse-აშშ, ტენესი.-ეს გახლავთ ხეზე აგებული ყველაზე დიდი სახლი მსოფლიოში.მასზე მუშაობდა კომპანია Horace Burgess-ი.

image



6- Yellow Treehouse Restaurant-ახალი ზელანდია.

ეს გასაოცარი რესტორანი მდებარეობს ოკლენდში(ახალი ზელანდია)ერთდროულად 18 სტუმრის მიღება შეუძლია.სტუმარს არაჩვეულებრივი განცდა ეუფლება, როდესაც ხეზე გადმოკიდებული სადილობს.

image



7-Treehouse in Seattle-აშშ.სიეტლი.

ეს სახლი უკვე ნამდვილად მოგაგონებთ იდუმალ ქოხს ძველი ბავშვობაში წაკითხული ზღაპრიდან. იდუმალებას ამძაფრებს თოკებზე დაკიდული გადასასვლელი ბოგირი...უცებ წარმოიდგენთ, რომ ქოხში კუდიანი დედაბერი ან ბოროტი დედინაცვალი ცხოვრობს.

image



8- Senior Center Turned Treehouse -ბელგია.ეს არაჩვეულებრივი სახლი გენკში მდბარეობს. იგი დიზაინერმა ბენჟამინ ვარდონკმა შექმნა სპეციალურად ფესტივალ TRACK: A Contemporary City Conversion-ისთვის.იგი სურათზე მარჯვნივ მდებარე სახლის შემცირებული ასლია.

image


9-Eco-friendly Finca Bellavista Treehouse -კოსტა რიკა.საზოგადოება ტყის საძმო Finca Bellavista“რომელსაც 240 ჰექტარი მიწა უკავია და ერთმანეთს ხიდებით უერთდებიან.

image
image


10-Teahouse Tetsu-იაპონია.იამანასი.

დიზაინერმა ტენირობუ ფუჯიმორმა შექმნა ზღაპრული ხის ქოხი თანამედროვე მოდერნისტული დიზაინით ჩაის ხეზე.
image

5
277
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
2015, 5 მარტი, 15:32
არა, მე სხვა რამის მეშინია
2015, 5 მარტი, 15:27
მასე ყველა საშიშია თუ ქარბუქი ამოვარდა და შტორმიც ზედ მოყვა)))
2015, 5 მარტი, 15:24
მარტო იაპონია,,დანარჩენები საშიშია:(
2015, 5 მარტი, 12:25
მეეეეც უდიდესი სიამოვნებით
2015, 5 მარტი, 12:24
აი ეხლა მართლა ვისურვებდი რომელიმე მათგანში ყოფნას.
0 1 5