x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში

image
თელავი
თელავი უცნაური ქალაქია, ალბათ ქუთაისისგან განსაკუთრებით განსხვავებული. ამ ქალაქს არასდროს ჰყოლია ქურდი, მაშინაც კი როცა „რამკიანი ტიპები“ საბჭოთა იმპერიას იატაკქვეშეთიდან დაუწერელი კანონებით აზანაზარებდნენ, თელავში ქურდს არ „გაუხარია“..
იგივე ჟარგონებით თუ ვისაუბრებთ თელავს „მუჟიკები“ უფრო მართავდნენ ვიდრე შავები,
ამბობენ, რომ ამ ქალაქში არც ერთ ქურდს „მარადიულად“ არ უცხოვრია, ამიტომ ამ ქალაქში ბავშვები მეღვინეობაზე უფრო მეტად ოცნებობდნენ ვიდრე “განაბობაზე“
თელავში პატარები არასდროს ამბობდნენ, რომ როცა გავიზრდები ქურდი უნდა გავხდეო, პირიქით აქ კინოფილმ მიმინოს ვერტმფრენი უფრო „ცვეტში“ იყო ვიდრე ქუჩის ინსტიტუტი...
აქ პატარა კახობა მოდიდან გაუსვლელად სულ მოდაშია !
ბევრ სხვა თავისბურებასთან ერთად, ეს ერთი დამახასიათებელი ბუნება ამ ქალაქის თანმდევი ნაწილია
ახლაც, როგორც ადრე, თუ ვინმეს სულში ქურდობის ჭია უღიტინებდა და მხრებზე ვარსკვლავებს ოცნებობდა ხმამაღლა არ საუბრობდნენ. თუმცა ყველგან არიან ერთეულები და აქაც ვიღაცას სულ სურდა, რომ ოდესღაც ქურდი გამხდარიყო


რას ნიშნავს კანონიერი ქურდი?
ნებისმიერ ცივილიზებული ქვეყნის სამართლებრივმა ინსტიტუტებმა უფრო მეტიიციან ქურდების შესახებ, ვიდრე საქართველოში. რადგან ისინი ყველაფერს შორიდად დაკვირვებით უყურებენ. კრიმინალური ავტორიტეტი მე-20 საუკუნის ფენომენია, კაპიტალიზმში მაფიოზები არსებობენ, სოციალიზმში ქურდები. ეს ხალხი ყოველთვისახლოს იყო დიდ პოლიტიკასთან. თვითონ პოლიტიკოსებსაც კრიმინალურიავტორიტეტებად მოიხსენიებენ საქართველოში, რადგან როგორც ჩვენში ამბობენპოლიტიკაზე დიდი კრიმინალი არ არსებობს !
ქურდელი ინსტიტუტი საქართველოში ხრუშოვის ხელისუფლებამ გააძლიერა.ხრუშჩოვი ფიქრობდა, რომ ვინც „სტალინივით“ დიდი იდეის მქონე ადამიანი იყო, ის პოლიტიკაში კი არ უნდა წასულიყო არამედ კრიმინალური გზით. რათა ახალი„სტალინები“ არ მოვლენოდნენ სსრ კავშირს. აი სწორედ ამიტომ, იყო საქართველოშიდა კავკასიაში ქურდული ინსტიტუტი ძლიერი, კიდევ შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში და შედარებით ნაკლებად მოსკოვში.


2000 წლის გახმაურებული ამბავი
არჩილ მაისურაძე იგივე „სტარიჩოკა“ 20 წლის იყო, ვანცეტა 40-ს მიღწეული...
90იანი წლების ბოლოს თელავში ხმა დავარდა ვანცეტა მოსკოვში ქურდად მონათლესო, თელავს უკვე ქურდი ყავდა...
მახსოვს მაშინვე ამბობდნენ თელავი შავი ქალქი არ არის, აქ ქურდი დიდხანს ვერ გაჩერდებოდა...
ასეც მოხდა...
არჩილამ ჯერ შელაპარაკება, მერე ქურდული გარჩევა, მერე ვანცეტას ვერდიქტი ვერ აპატია და მოკლა....
„სტარიჩოკა“ ქალაქიდან გაქრა და იგი ძალიან დიდხანს არავის უნახვას...
ამასობაში მან 7 წელი მოიხადა სასჯელი, მერე საქართველო დატოვა და ესპანეთში წავიდა...


ვისთვის იყო არჩილი ზედმეტი?
აჩიკოს გამოჩენა თელავში ძალოვანებისათვის არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო, რადგან აქ უკვე ყველამ იცოდა, რომ „სტარიჩოკამ“ ესპანეთი ერთი მიზეზით მიატოვა. იქ მისი მოკვლის მცდელობას ქონდა ადგილი, მერე მიატოვა იქაურობა და აქ დაბრუნდა...
ფაქტია 2012 წლის ბოლოს გამოცხადებულა დიდმა ამნისტიამ ციხეები დაცალა, ქვეყანა, გაუკონტორლირებად რეჟიმში გადაიყვანა, უსაფრთხოების ნორმა ნულზე დავიდა, შესაძლოა ამას ძალოვანი სტუქტურები ხმამაღლა არ აღიარებენ, თუმცა საზოგადოებაში შიში გაჩენილია... გახმაურებული ქურდობები, მკვლელობები ძარცევები, დანაშაულის მატებეის უტყუარი მტკიცებაა.
წინა ხელისუფლების მიერ გატარებულმა მკაცრმა პოლიტიკამ და ნულოვანმა ტოლერანტობამ, კანონიერი ქურდების წინაარმდეგ მიმართულმა სპეც ოპერაციებმა, ახალმა კანონმდებლობამ, კრიმინალური სამყარო ჩიხში მოაქცია, პრაქტიკულად 9 წლის მანძილზე ქართველი ქურდების რიცხვმა კლება იწყო, გადაშენების პირას მისლმა ქურდულმა სამყარომ 2012 წლის შემდეგ სულის მოთქმა დაიწყო.
ცნობილია, რომ დღეისათვის ქურდების მონათვლის ტენდენციამ იმატა, მთავარია რეკომენდატორი გყავდეს და ერთი ქურდული საქმე მაინც გქონდეს ჩადენილი, ამის მერე კი საბერძნეთამდე მიაღწიო... იქ ჩასულები სხადნიაკზე მარტივად ხვდებიან, და აი ასე ქურდობის დაუწერილ დიპლომიც მხრებზე აქვთ დახატული
შესაბამისად მთავარი აქცენტი მათზეა ვისაც მაისურაძის მკვლელობა წლების მანძილზე გულში ქონდა ჩადებული, მეორე ქურდების მიერ გამოცხადებულმა ვენდეტამ, ესპანეთიდან სიკვდილს გამოქცეულმა არჩილმა თავი მშობლიურ ქალაქს შეაფარა. თუმცა მისი გამოჩენა აქ სწორედ ძალოვანებისათვის იყო სადარდებელი, რადგან ე.წ. მდევარი აქამდეც მოაღწევდა.


გაუხმაურებელი ვერსიები
ამ საკითხზე ჩუმად საუბრობენ თავ აწეულები კი ხელებს ავიშვიშებენ.
სტარიჩოკას გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სადარბაზოსთან მისი მკვლელობის მცდელობას ქონდა ადგილი, თუმცა მაშინ ბედმა გაუმართლა და არჩილის ნაცვლად მისი მეგობარი მივიდა... ამბობენ, რომ ვინც მაშინ აჩიკოს მოკვლას ცდილობდა, ქურდულ ვენდეტას უკავშირებდა საკუთარ გადაწყევტილებასო...
ცნობილია ის ფაქტიც, რომ გარდაცვალებმდე არჩილი თვლიდა, რომ მას მოსაკლავად დასდევდნენ, ამისათვის თან იარაღიც დაქონდა და თავის დაცვას თავად ცდილობდა. როგორც მოგივანებით გაირკვა იგი თავის ბავშობის მეგობარს ლექსო თამაზაშვილს წლების მანძილზე, ესპანეთში ყოფნის დროსაც წერდა რომ მას დევნიდნენ...
ასეა თუ ისე „სტარიჩოკა“ სამწუხაროდ გრძნობდა, რომ მას მოკვლას უპირებდნენ, და ბუნებრივია დაეჭვებული სიფრთხილით ეკიდეობდა გადაადგილებასაც...
არჩილი ხშირად ჩანდა ხალხმრავალ ადგილზე, არ იყო ცალკე, განდეგილად, როგორც ამბობენ იგი თვლიდა, რომ ცენტრალურ ტერიტორიებზე სადაც ხალხის ნაკადი უფრო მეტია, მისი მოკვლის ალბათობაც ნაკლები იქნებოდა...
მაგრამ ყველაფერი სხვანარიად მოხდა


2014 წლის 13 ივნისი
დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე ქ. თელავში ერეკლე მეორის მოედანზე გამოძიებითდაუდგენელმა პიროვნებამ, რომელიც მოძრაობდა შავი ფერის მოტოციკლითავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გაჩერებულ ავტომანქანაში მჯდომარჩილ მაისურაძეს. ამ უკანასკნელის მხრიდან თავდამსხმელის მიმართგანხორციელებული საპასუხო სროლის მიუხედავად დამნაშავე პირი იმავემოტოციკლეტით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ქ.თელავში არსებული აბანოს ქუჩისგავლით, ხოლო არჩილ მაისურაძე მიღებული დაზიანებების შედეგად თელავისრეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ვინ არის მკვლელი?
მკვლელი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, 170 სანტმიეტრის სიმაღლით, ათლეტური აღნაგობის მქონე, შავი ჩაფხუტით, გადმოცემით: სროლის დროს ხელი უკანკალებდა, მოტოციკლეტისაკენ გაქცეულმა, ზუსტად იცოდა თელავის ჩაბნელებული, ქუჩები, აბანოს ქუჩაზე, რომლის გზაც საკმაოდ დაზაინებულია, მოტოციკლეტი დააზიანა, და კედელს შეასკდა, თვითმხილველმა მეზობლებმა იგი ფეხზე წამოაყენეს, და როგორც ამბობენ ვერ იცნეს. მოსძვრა თუ არა ჩაფხუტი მკვლელს ავარიის დროს უცნობია, ვარაუდით მსჯელობენ, რომ ადამიანმა რომელმაც მოტოციკლეტის მართვა იცის, აღნიშნული ავარია არ უნდა მოსვლოდა, მოტოციკლეტი დაზიანდა და ტექნიკური ზეთი დაიღვარა... აბანოს ქუჩის ბოლოს, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელის მიმართულება იკარგება, თუმცა:
1 მკვლელი აღმოსავლეთის მხარეს წავიდოდა, სოფელ შალაურის მიმართულებით, რადგან დასავლეთის მხარეს წასულს აუცილებლად პოილიციის ეკიპაჟი სადმე შეხვდებოდა...
2დაზიანებული მოტოციკლეტი დიდ მანძილს ვერ გაივლიდა.
3 მკვლელი თუ ამ თანმიმდევრობით გაივლიდა გზას, აუცილებლად ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში ე.წ. „დაზღვევა“ ვინმე უნდა დახვდროდა, ვინც ან ჩაანაცვლებდა, ან კიდევ მოტოციკლეტის მიმალვაში დაეხმარებოდა..
4 და ყველაზე საყურადღებო, იგი არ უნდა ყოფილიყო დაქირავებული მკვლელი, რადგან „პროფესიონალებს“ არც ხელი უკანკალებთ, არც გზა ერევათ, და ზოგადად ავტო და მოტო ტექნიკასაც კარგად ფლობენ. ამავ დროულად მკვლელმა ზუსტად იცოდა, რომ არჩილი ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე უნდა მოეკლათ, იქ უფრო მარტივი იყო, მისი ნახვა, ღამის საათებში კი მკვლელობა უფრო გამარტივებული იქნებოდა
პ.ს.
მკვლელობიდან 2 დღის მერე საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდა


ვისთვის იყო გახმაურებული მკვლელობა წამგებიანი?!
მარტივი ლოგიკის მიხედვით ნებისმიერი მკვლელობა ხელისუფლებისათვისაა წამგებიანია, ეს მის რეპუტაციას ლახავს, განსაკუთრებით კი თუ ეს წინა საარჩევნო პერიოდში ხდება, თელავის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი არჩევნებისათვის დღევანდელი მოქმედი მერი პლატონ კალმახელიძე იყო.
მომხდარმა მკვლელობამ საარჩევნო გარემოზე იმოქმედა, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ნაკლები აღმოჩნდა. ოპონენტებმა ხმათა საკმაო რაოდენობა მიიღეს რამაც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გამოიწვია. ამ მკვლელობამ საზოაგოების ნაწილი არჩევნების მიმართ ინერტული გახადა, რაც საზოაგოების ნდობვის დაკარგვის ტოლფასია.
შემდეგში უკვე გახმაურებულმა ერთმა ვერსაიმ, რომ მკვლელობის შესაძლო მონაწილე ბიზნესმენი დავით დემინაშვილი იყო, უფრო მეტი კითხვები გააჩინა? თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თელავი პატარა ქალაქია, და ორ ადამიანს შორის არსებული გაუგებრობა შესაძლოა მკვლელმა სათავისოდ გამოიყენა, ბუნებრივია სხვა დასკვნაც მოიძებნება
ფაქტი ერთია და უტყუარი დემინაშვილების ოჯახი არ მალავდა, რომ წინა საარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო კანდიდატის კალმახელიძეს სასარგებლოდ იყვნენ განწყობილები, და მთელი თავისი რესურსით არჩევნებში ყველაზე მეტად იყვენენ ჩართულები, შესაბამისად მაისურაძის მკველელობა სწორედ დემინაშვილებისათვის უნდა ყოფილიყო წამგებიანი.
ჯამში ასეც მოხდა.




გაზაფხულზე საბერძნეთში ქურდულ სხადნიაკზე თელაველს ქურდად მონათლავენ
საინტერესო ის არის, რომ ამაზე ყველა ჩუმად საუბრობს და ხმამაღლა ამის თქმა არავის შეუძლია, ანუ შიში იმის, რომ ქურდი აქაც მოსწვდებათ უკვე არსებობს. ჩემმა ერთმა რესპოდენტმა რომლის კონფიდენციალურობას სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ, სანამ თავად არ გაუჩნდება ამის ხმამაღლა თქმის სურვილი მომიყვა.
„მკვლელი ჩვეულებრივი ბიჭია, მან საქართველო ზაფხულშივე დატოვა, ევროპაში წავიდა, და ოჯახიც იქ გადაიყვანა. გაზაფხულზე საბერძნეთში მას ქურდად მონათლავენ, ქურდობაზე „რეკომენდაცია“ ერთმა ქართველმა ქურდმა უნდა გაუწიოს. ინფორმაცია რომ მან მოკლა აჩიკო, მისი ევროპაში გამგზავრების შემდეგ გახდა ცნობილი. მას თელავში ქურდულად უფრო სწორად ქურდული წესებით არ უცხოვრია. იგი ჩვეულებრივი თელაველი ბიჭია!“
თუმცა მკვლელი ერთი არ ყოფილა, მას თანაზრახველი ყავდა, თანამზრახველი ვინ არის და სად არის უცნობია.
თელავს კი გაზაფხულის შემდეგ, საქმეებს სკაიპით და ვაიბერით გაურჩევენ, რადგან დღემდე მოქმედი კანონმდებლობით კანონიერი ქურდობა ისევე დასჯადია, როგორც მკვლელობა, ძარცვა, ყაჩარობა და დაჭრა...
ალილუია გილოცავ თელავი მეოცე საუკუნეში არ გყავდა ქურდი და მაყურებელი, ოცდამეერთე საუკუნეში გეყოელბა და შავი ზღვის მეორე ნახევრიდან ინტერნეტით გმართავს.
პ.ს. ეს ის ვერისებია რომელიც არ გახმაურებულა, რომელზეც არ საუბრობენ, რომელზეც არ წერენ, და უბრალოდ ჩუმად კულისებში ყვებიან. შესაძლოა ჩემი სტატია მიუღებელი აღმოჩნდეს ვინმესთვის, თუმცა მე მაინც ვთვლიდი, რომ უნდა დამეწერა, რადგან ვიღაცამ უნდა თქვას ის რასაც სხვები ხმამაღლა არ ან ვერ ამბობენ.
პ.ს. არჩილა ძალიან მიყვარდა, ჩვენ ტოლები ვიყავით, და ვიცი რომ სანთელ საკმეველი თავის გზას არ კარგავს. რაც შეეხება შიშს, ეს რამ დააწერინაო? შიში წლების წინ გავატანე ჩემს ძმას საიქიოში, ასე რომ არაფრის არ მეშინია

მაკა მოსიაშვილი

2
3670
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
3670
  
2018, 15 ნოემბერი, 18:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

თელავი....ბუნდოვნად მახსოვს
0 1 2