x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა"- ჰამასი

ავტორები: გიორგი მინაშვილი, ირაკლი ასანიშვილი


ჰამასი - პალესტინის სუნიტური ისლამური მოძრაობა, რომლის სახელწოდება არის აკრონომი ფრაზისა "ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ", რაც არაბულიდან ითარგმნება როგორც "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა". ოფიციალურად დაარსდა 1987 წელს და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მართავს ღაზას სექტორს
დაწყებული 2007 წლის ივლისიდან. თუმცა, აღაირებულია ტერორისტულ ორგანიზაციად რიგი ქვეყნების მიერ, რომელთა შორისაც არიან ისრაელი, კანადა, აშშ იაპონია და ეგვიპტე. ამ უკანასკნელმა ამ წლის იანვარში უარი თქვა თავის თავდაპირველ გადაწყვეტილებაზე, იორდანიის ტერიტორიაზე კი პარტიის ყველანაირი სახის აქტივობა აკრძალულია. ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს მხოლოდ ჰამასის სამხედრო ფრთა, ხოლო ირანი, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და ყატარი მას ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებენ. ორგანიზაცია დღეისათვის აერთიანებს 20 000ზე მეტ ადამიანს და ღაზას სექტორსა
და ყატარში. მას კავშირები აქვს ისეთ ტერორისტულ გაერთიანებებთან, როგორიცაა ეგვიპტური „მოძმე მუსლიმთა ერთიანება“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, რომელთა წინაამდეგაც მრავალი ქვეყანა გამოდის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჰამასი ეწევა აქტიურ ტერორისტულ საქმიანობას, რისთვისაც იყენებს კამიკაძე ტერორისტებს, ბომბებს, ნაღმებს, რაკეტებს, და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღებსა და მოწყობილობებს. ამის მსხვერპლი ხშირად ხდება უდანაშაულო მოსახლეობა, რის გამოც ჰამასის ქმედებები აღიარებულია სამხედრო დანაშაულად
და იგმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს გასაკვირი არც არის, როდესაც ჰამასმა განაცხადა, რომ მისი მიზანი, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტის სიტყვებით, არის „ისრაელის განადგურება“, რაც მის ქარტიაშიც იქნა ჩაწერილი. ხოლო ორგანიზაციის შემქმნელმა, შეიხმა აჰმედ იასინმა 1987 წლის 14 დეკემბერს, როცა ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, განაცხადა რომ „ყოველი ებრაელი შეიძლება გამოცდახდდეს სამხედრო მოსახლედ და ჩვენი ვალდებულებაა განანაგდუროთ ის“ და „პალესტინის გათავისუფლება ზღვიდან მდინარე იორდანემდე ჩვენი სტრატეგიული მიზანია და მასზე წმინდა და მნიშვნელოვანი მისია არ არსებობს“.


ჰამასის მიმართ შექმნილია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი. აშშ-ს ექს- პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის აზრით, იგი არ არის ტერორისტული დაჯგუფება
და მასთან სავსებით შესაძლოა მოლაპარაკებების გამართვა. მისი სიტყვებით, მას ჰქონდა
საუბარი ორჰანიზაციის ხელმძღვანელობასთან და ისინი თანახმანი იყვნენ, ეცნოთ ისრაელი 1967 წლამდე დადგენილ საზღვრებში. ამ აზრის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ჰამასი საერთოდ არ არის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე. „ეს არის არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ მიმართული, არამედ ანტისემიტური ორგანიზაცია და მისი მიზანია ღაზას სექტორში ისლამური სახელმსიფოს წარმოწმქნა, რომელსაც ისრაელთან მშვიდობა საერთოდაც არ სჭირდება“ - ფრენკ სტაუნტონი, სპეციალისტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ლონდონის უნივერსიტეტი.


ჩვენი მიზანია უკვეთ გავეცნოთ სიტუაცის, გავიგოთ, თუ რატომ შეიქმნა ჰამასი და რა მოტივები ამოძრავებთ მის ხელმძღანებელებსა და მიმდევრებს და რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ დავიწყოთ ნაბიჯების აგდადგმა იმისათვის, რომ ბოლო მოვუღოთ ამ კონფლიქტს, რომელიც ამ ორგანიზაციასა და ისრაელს შორის უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დასაწყისისთვის ჩვენ ჩავხედავთ ისტორიას, ვნახავთ ისრაელი-პალესტინას შორის ურთიერთობების წარმოქმნას და მოვუყვებით მათ ისტორიას, რათა ვნახოთ დაპირისპირებების საწყისი მიზეზები.


იმის ფონზე, რომ საკმაოდ პოპულარული ხდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებას არ წამოადგენს, გასული წლის დეკემბერში ეს სტატუსი მას ევროკავშირმაც კი მოუხსნა. ამიტომაც ჩვენს ვსვამთ საკვლევ კითხვას, რომელსაც შევეცდებით თემის მსვლელობაში პასუხი გავცეთ: არის თუ არა „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია, თუ იგი უბრალოდ ზოგიერთი მხარის მიერ აღიქმება ასე? სხვდასხვა ფაქტების ანალიზის მეშვეობით ჩვენ შევეცდებით მოვახერხოთ ცალსახა პასუხების პოვნა, რომელთაც დასკვნაში შევაჯამებთ.



ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება ჰამასის შექმნამდე

დემოგრაფია, ტერიტორია და წყალი ყოველთვის იყო ისრაელისა და პალესტინის დაპირიპირების მთავარი მიზეზები. ეს სამი ელემენტი და ზიონიზმის მიერ ადგილობრივი პალესტინელი არაბების შევიწროება გახდა სწორედ მათ შორის უამრავი კონფლიქტის მიზეზი.


ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყების თარიღად 1948 წლის 14 მაისი უნდა მივიჩნიოთ, დღე, როდესაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, ეს კი გაეროს 1947 წლის 29 ნოემბერს მიღებულის გადაწვეტილების შედეგად მოხდა, რომლის მიხედვითაც ინგლისის მანდატი პალესტინის ტერიტორიაზე გაუქმებულ იქნა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დადგინდა ორი სახელმწიფოს- ისრაელისა და პალესტინის შექმნა. მთელი არაბული სამყარო აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ არაბული ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა ებრაული სახელმწიფო და მათთვის განსაკუთრებით ის ფაქტი იყო მიუღებელი, რომ ისრაელი გამოცხადდა არა ებრაულ, არამედ სიონისტურ სახელმწიფოდ, რაც ავტომატურად ნიშნავდა ებრაელი მოსახლეობის დიდ მიგრაციას თავიანთი სამშობლოს მიმართულებით, ეს კი გამოიწვევდა პალესტინელი არაბების შევიწროებას. ამას დაემატა ისიც ისრაელის მხრიდან აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციაც, რამაც ომი გარდაუვალი გახადა.


1948 წელს, არაბული სახელმწიფოების რეგულარულმა ჯარებმა ( მათ შემადენლობაში შედიოდა: ეგვიპტე, ლიბანი, იორდანია, სირია, ერაყი, ორი პალესტინური არმია და სამხედრო ნაწილები საუდის არაბეთიდან) გადაკვეთეს ისრაელის საზღვარი და რამდენიმე მხრიდან შეუტიეს მას. ომი 15 თვე გაგრძელდა და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც არ შეუერთდა ერაყი და სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმდა. ომი კი ისრაელის სრული გამარჯვებით დასრულდა., 1950 წელს კი იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდა და მთავრობა იქ გადავიდა.


შემდეგი დაპირისპირება ისრაესა და არაბული სამყაროს ქვეყნებს შორის მოხდა სუეცის კრიზისის დროს, 1956 წელს, როდესაც ისრაელმა შეუტია ეგვიპტეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიკავა სუეცის არხი. ისრაელმა დაიკავა მთელი ღაზის სექტორი და სინაის ნახევარკუნძული, რასაც მალევე მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადება. ამ ყველაფერმა სიტუაცია მაინც ვერ დააწყნარა, არაბულ ქვეყნებს სურდათ ისრაელის რუკიდან წაშლა, რის გამოც 1967 წელს, მათ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარეს ისრაელის წინაამდეგ, თუმცა ებრაელთა ჯარი ამ დროს უკვე ძალიან ძლიერი იყო, მათ მოახერხეს ეგვიპტის, ერაყის, იორდანიისა და სირიის გაეერთიანებულ ძალების შეტევის მოგერიება, რის შემდგომაც თავდ გადავიდნენ შეტევაზე, დაიკავეს ღაზის სექტორი, სინაის ნახევარკუნძული, გოლანის მაღლობები, იუდეა და სამარია.


მიუხედავად ისრაელის სურვილისა, გაფორმებულიყო სამშვიდობო ხელშეკრულება, ეგვიპტის მაღალჩინოსნებს არ სურდათ მათთან შეთანხმება, რის გამოც 1973 წელს განხორციელდა კიდევ ერთი შეტევა ისრაელზე, ეგვიპტისა და სირიის მხრიდან.
ებრაელებმა კვლავ შეძლეს მოწინააღმდეგის მოგერიება და შეუტიეს მტრებს. დამასკოს ასაღებად მათ თითქმის არაფერი აკლდათ, როდესაც საქმეში ჩაერია აშშ და მან მოახერხა და დაადებინა სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელ-სირიასა და ისრაელ-ეგვიპტეს, რაც გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტასა და ჯარების დაშორიშორებას.


მთავარი მოვლენა გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ მენაჰემ ბეგინის სიტყვით გამოსვლა, როდესაც მან მოუწოდა არაბული ქვეყნების ლიდერებს ჩასულიყვნენ ისრაელში და დაედოთ სამშვიდობო ხელშეკრულება. მას გამოეხმაურა ეგვიპტის
პრეზიდენტი ანვარ სადათი, რამაც ფაქტობრივად დაასრულა კიდეც დაპირისპირება ეგვიპტესა და ისრაელს შორის. 1979 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ამ ორ ქვეყანას შორის, რის შედეგადაც მათ შორის დამყარდა დიპლომატიური, სავაჭრო და სხვა სახის კავშირები, სანაცვლოდ კი ისრაელს უნდა დაებრუნებინა სინაის ნახევარკუნძული. ამ გარიგებიდან სხვა არაბულ ქვეყნებს, მით უმეტეს პალესტინას არაფერი მიუღიათ. აქვე გადაწყდა, რომ პალესტინელებს დაეთმობოდა ტერიტორია ისრაელის სახელმწიფოს ფარგლებში და ისინი ისარგებლებდნენ ავტონომიით, მაგრამ არაბებს დამოუკიდებლობა სურდათ, რაც მათ გაერომ 1947 წელს დაუკანონა.



ისრაელისა და არაბული ქვეყნების დაპირისპირებამ შედეგად მოიტანა ის, რომ ისრაელის ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა, მან დაიკავა მთელი ღაზის სექტორი და მეზობელი ტერიტორიების ნაწილი, პალესტინელი არაბები კი საელმწიფოს გარეშე დარჩნენ. კემპ-დევისი ხელშეკრულებამ პალესტინელები უიმედო მდგომარეობაში ჩააყენა და მარტოდმარტო დატოვა ებრაელთა პირისპირ. ამ ყველაფერმა გამოიწვია 1987 წლის პირველი ინტიფადა (პალესტინელების აჯანყება ებრაელების წინააღმდეგ). სწორედ ამ პერიოდში ლედ იასინმა და კიდევ 6-მა პალესტინელმა შემქნეს ჰამასი, რომელიც მუსლიმური საძმოს განშოებად ითვლებოდა.








ჰამასის ტერაქტები და ბრძოლა თავისუფლებისათვის

პირველი დარტყმა ჰამასმა ისრაელს მიაყენა 1989 წელს, როდესაც მათ ორი ებრაელი ჯარისკაცი გაიტაცეს და მოკლეს. ამის საპასუხოდ ისრაელმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა იასინს და აგრეთვე ჰამასის 400 წევრი გადაასახლა სამხრეთ ლიბანში. ამის შემდეგ ჰამასმა აქტიური კავშირები დაამყარა ჰესბოლასთან. 1991 წელს შეიქმნა ჰამასის სამხედრო საბჭო, რომლის მეთაურობითაც 1990-იან წლებში განხორციელდა უამრავი შეტევა დაბომბვა ისრაელზე, რასაც მოჰყვა დიდი მსხვერპლი, როგორც სამხედრო,
ისე უდანაშაულო მოსახლეობის მხრიდან. 1993 წელს კი დაიწყო სუიციდური ტიპის აფეთქებები დასავლეთ სანაპიროზე, 1994 წლიდან კი ამგვარი აქტები უკვე ისრაელის შიგნით ხორციელდება. ჰამასის წევრებმა დაიჩირეს და სიკვდილით დასაჯეს ის არაბები (რომელთაგან ბევრი პალესტინი მმართველი წრეების წარმომადგენელი იყო). მთელი 1990-იანი წლების მანძილზე, ჰამასის წევრები აქტიურად იყენებდნენ იორდანიის ტერიტორიას საწვრთნელ ბაზად და ზოგჯერ იქიდან ახორციელებდნენ თავდასხმებს, მაგრამ 1999 წელს იორდანიაში ჰამასს აუკრძალეს ყოფნა და ნებისმიერი სახის
მოქმედება, რაც ამერიკის, ისრაელისა და პალესტინის მმართველი ძალის დამსახურება იყო. ამავე წელს, პალესტინის მმართველებმა დააპატიმრეს ჰამასის ლიდერები ხალედ მაშალი და იბრაჰიმ გოშეჰი, რომლებმაც ყველა ბრალდება უარყვეს. მარშალი გადაასახლეს სირიაში, სადაც 2012 წლამდე ცხოვრობდა.


2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ინტაფადა, რომელიც უფრო მეტი ძალადობით გამოირჩეოდა ვიდრე პირველი ინტაფადა. მისი მთავარი შემოქმედი ჰამასი იყო, კერძოდ ალ-ქასამის ბრიგადა. შედეგიც საზარელი აღმოჩნდა: 5500 დაღუპული პალესტინელი და 1100-ზე მეტი ებრაელი. 2004წელს ჰამასის სულიერმა ლიდერმა განაცხადა რომ შეწყვეტდა დაბომბვას ირაელის იმართულებით, თუ ისინი მას გადასცემდნენ
დასავლეთ სანაპიროს, ღაზას სექტორს და აღმოსავლეთ იერუსალიმს. იმავე თვეში ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა აბდელ აზიზ ალ-რანტისმა შესთავაზა ისრაელს 10 წლიანი ზავი, პალესტინის სახელმწიფოს შექმნისა და ისრაელის მიერ 6 დღიანი ომის დროს შეერთებული ტერიტორიების დატოვება. ეს წინადადებები ისრაელმა უარყო და იასინიცა და ალ-რანტისიც მოკლეს საჰაერო დაბომბვების შედეგად, შესაბამისად 2004 წლის 24 მარტს და 18 აპრილს.


2005 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ჰამასმა მონაწილეობა მიიღო და ოცუპირებული ტერიტორიების 1/3-ზე კონტროლის დაწესებაც კი შეძლო. მომდევნო წელს კი მათ გაიმარჯვეს საკანონმდებლო არჩევნებში და უმრავლესობა შექმნეს, რაც გამოწვეული იყო წინა მთავრობის ცორუპციითა და უმოქმედობით. 2006 წლის თებერვალში ჰამასმა კვლავ შესთავაზა ისრაელს 10წლიანი ზავი ტერიტორიების სანაცვლოდ, მაშალმა კი დაამატა, რომ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სამხედრო ოპერაციები ისრაელის მიმართ შეწყდებოდა და ჰამასი არც სხვა დაჯგუფებებს შეაფერხებდა ტერაქტების მოწყობისგან.


არჩევნების შემდეგ აშშ-მ, რსეთმა, ევროოკავშირმა და გაერომ განუცხადა ჰამასს, რომ მხოლოდ მაშინ გააგრძელებდნენ ყველა სახის დახმარებას პალესტინის ტერიტორიის მოსახლეობისა, როდესაც ისინი დათანხმდებოდნენ ისრაელ-პალესტინას შორის დადებულ ყველა ხელშეკრულებას. მალე, ჰამასის ლიდერმა გაუგზავნა ბუშს ოფიციალური წერილი, რომლითაც ის თანხმდებოდა ისრაელთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილს არ უპასუხა.


ჰამასის მიერ შექმნილმა მთავრობამ ჩამოაყალიბა ის პრინციპები და მიზნები, რომელიც მთავარი უნდა ყოფილიყო მათი მმართველობისას. მათ შორის მნიშვნელოვანია: მუსლიმური კულტურისა და ღირებულებების გაძლიერება, დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შემნა, იერუსალიმის დაბრუნება და დედაქალაქად აღდგენა, პალესტინური ერთობა და სხვა.


ყოფილი მმართველი პარტია ფატა არ შეურიგდა არჩევნებში დამარცხებას და სცადა სამხედრო ძალით დაებრუნებინა ძალაუფლება, რამაც გამოიწვია 2007 წლის ივნისის ღაზას ბრძოლა, რომელიც ჰამასის გამარჯვებით დასრულდა და მთელ ღაზის სექტორზე გაავრცელა კონტროლი.


მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2008 წლის 27დეკემბერს, როდესაც დაიწყო ღაზის ომი, სადაც ისრაელი ებრძოდა პალესტინას. ისრაელის მთავარი მიზნები იყო პალესტინელთა მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტა და ღაზის სექტორში იარაღის კონტრაბანდის აღმოფხვრა. პირველ ეტაპზე ორივე მხრიდან ხორციელდებოდა სარაკეტო თავდასხმები და მალე პალესტინელებმა რაკეტები
მშვიდობიანი მოსახლეობისაკენ მიმართეს, რასაც ისრაელმა იმავე საქციელით უპასუხა, 3იანვარს კი უკვე სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო. ომი 18იანვარს შეწყდა, 21-ში კი ებრაელთა ჯარებმა დატოვეს პალესტინელთა ტერიტორიები. ომისშედეგად დაიღუპა 1000-ზე მეტი პალესტინელი და 13ებრაელი. მთელი მსოფლიო სასტიკად აკრიტიკებდა ორივე3 მხარეს, განსაკუთრებით კი არაბებს, რადგან მათ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა გადაწყვიტეს.


2009 წლის 16 აგვისტოს ხალედ მაშალმა განაცხადა, რომ მზად იყო დაეწყო თანამშრომლობა ობამასთან. ასევე, მომდევნო წელს მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პალესტინას მიეცემოდა ნამდვილი სუვერენიტეტი იმ ფარგლებში, რომელიც მას ჰქონდა 6 დღიან ომამდე და ასევე არაბების ხელში გადავიდოდა იერუსალიმი, პალესტინელთა წინააღმდეგობა შეწყდებოდა.


2011 წელს ჰამასმა გადაწყვიტა არ ჩარეულიყო სირიის სამოქალაქო ომში და მისმა წევრებმა და მათმა ნათესავებმა სწრაფად დატოვეს სირია, მაგრამ მომდევნო წელს ჰამასმა ოფიციალურად განაცხადა რომ მხარს დაუჭერდნენ სირიის ოპოზიციურ ძალებს. შედეგად სირიის მთავრობამ დახურა ქვეყანაში არსებული ჰამასის ყველა ოფისი დამოკლა მისი რამდენიმე ლიდერი. პალესტინელებმა კი დაიწყეს სირიის თავისუფალი არმიის გაწვრთნა.





თანამედროვე სიტუაცია

დღესდღეობით ჰამასი აგრძელებს თავის როგორც პოლიტიკურ, ისე ტერორისტულ საქმიანობას. ბოლო წლებში გახშირდა სარაკეტო შეტევები ღაზას სექტორიდან
ისრაელის ქალაქებსა და დასახლებებზე, რამაც გამოიწვია საპასუხო რეაქცია, რომელიც ცნობილია სახელით ოპერაცია „ურღვევი კლდე“. იგი ჩატარებულ იქნა 2014 წლის ივლის-აგვისტოში, თუმცა მისი აქტიური ფაზის დამთავრების მიუხედავად კონფლიქტი დღემდე მძინვარებს და უკვე 2 300-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა. ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე იყო იმ გვირაბების ვრცელი ქსელის მოშლა,
რომელიც პალესტინელებმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნეს ებრაულ ტერიტორიაზე ფარულად გადასასვლელად. ასევე, ოპერაციის დროს განადგურებული იქნა საწვრთნელი ბაზები და რაკეტების გამშვები ათასზე მეტი დანადგარი. თუმცა, ის მეთოდები, რაც ებრაულმა მხარემ გამოიყენა, მათ შორის სარაკეტო დარტყმები და დაბომბვები, რომლებმაც მშვიდობიან მოსახლეობაში
დიდი მსხვერპლი მოიტანა, გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების არაერთგვაროვანი პოზიციის გაჩენა ოპერაციის მიმართ. მას შემდეგ რაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო (რომელიც დღემდე მოქმედებს), მსოფლიოს მხრიდან ჰამასისკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მაგალითად, 2014 წლის დეკემბერში ევროკავშირმა იგი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ეს სტატუსი მას 2003 წლიდან ჰქონდა მინიჭებული.



უკანასკნელი მონაცამებით, ჰამასის ბიუჯეტი 540 მილიონი დოლარია, ხოლო წლიური შემოსავალი 70 მილიონს შეადგენს. 2007 წლის 19 სექტემბრიდან მოყოლებული ღაზას სექტორში მოქმედებს ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც შემუშავდა ეგვიპტისა და ისრაელის მიერ ერთობლივად. იგი მოქმედებს დღესაც, რის გამოც ხშირი კრიტიკის საგანი ხდება გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს, რიგი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან.


კონკრეტულად ამ ორგანიზაციის შემოსავალი უმეტესწილად განპირობებულია დაფინანსებებით, რომელთაც ის იღებს არაბული სამყაროსგან. საერთო თანხის ნახევარზე მეტი ჰამასს შესდის საუდის არაბეთისგან, ძირითადად ისლამური საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით. დიდი ხნის განმავლობაში იგი ასევე ფინანსდებოდა ირანისგან, რომლისგანაც 2006-2009 წლებში ასობით მილიონობით ევრო ჩაერიცხა. თუმცა, ბოლო წლებში მისთვის დაკისრებულმა სანქციებმა გამოიწვია ამ ქვეყნის მხრიდან ფულადი მხარდაჭერის შემცირება. ჰამასი ასევე მიჩნეულია ღაზას სექტორისთვის მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარებით საზრდოობისთვის. ჯერ მარტო ბოლო წელს იგი იქნება მხილული 700 მილიონი დოლარის მითვისებისთვის,
რომელიც განკუთვნილი იყო კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის დასახმარებლად.



დასკვნა


მიუხედავად ისრაელისა, აშშ-ს, ეგვიპტის და რიგი დასავლური ქვეყნების დიდი ზეწოლისა, ჰამასი აგრძელებს თავის აგრესიულ საქმიანობას. ბევრი მეცნიერისა და პოლიტიკოსის აზრით ეს არ გაგრძელდება მანამ, სანამ პალესტინა არ მიიღებს დამოუკიდებლობას, ამიტომაც ეს საკითხი ხშირად განხილვის საგანი ხდება საერთაშორისო დონეზე. 2014 წელს გაეროს უშუშროების საბჭოში გამართული ახალი მოლაპარაკებები ამ საკითხის შესახებ კვლავ ჩიხში შევიდა, რადგან აშშ კატეგორიულ უარზე იყო იმ დოკუმენტის მიღებისა, რომლის მიხედვითაც ისრაელს 2017 წლისთვის პალესტინის ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაეყვანა და ამ ადგილას შექმნილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებზე 8 წევრმა, მათ შორის სამმა მუდმივმა: რუსეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა, ამ პროექტს მხარი დაუჭირეს, მაგრამ დანარჩენებიდან 2 იყო უარზე და ხუთმა თავი შეიკავა. საბოლოო
ჯამში რეზოლუციას დააკლდა ერთი ხმა, მაგრამ საკმარისი რაოდენობის პირობებში აშშ-ს მხრიდან ვეტოს დადების ალბათობა ძალიან დიდი იყო. შეერთებული შტატების პოზიცია ამ შემთხვევაში ეთანხმება ისრაელისას და მისი მიხედვით ჯერ უნდა გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად, ხოლო მხოლოდ შემდეგ შეიძლება შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი. ხოლო პალესტინის მხრიდან, პირიქით, ისმის განაცხადები იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებების
დაწყება მხოლო ჯარების გაყვანის შემდგომ შეიძლება.


ზემოთ აღწერილი მოვლენებიდან აშკარად ჩანს, რომ ჰამასი სასტიკ მეთოდებს იყენებს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასაც არ ერიდება, ამასთან ერთად ის იყენებს კამიკაძეებს, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს,
რომ ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მართავს ქვეყანას. მართალია მას აქვს რიგი საკანონმდებლო უფლებები, რათა იწოდებოდეს როგორც პარტია. ის არჩევნებში აირჩია მოსახლეობამ და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ის მეთოდები, რომლის გამოყენებითაც ჰამასი ცდილობს დამოუკიდებლობის მოპოვებას პალესტინისათვის არის მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსათვის და დამახასიათებელია ტერორისტული ჯგუფებისათვის.

წყაროები:



[1] http://www.vox.com/cards/israel-palestine/hamas

[2] Roy, Sara. 2011.” Hamas and Civil
Society in Gaza: Engaging the Islamist Social Sector”. Published by:
Princeton University Press. http://www.jstor.org/stable/j.ctt7sm83?searchUrl=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dhamas%26amp%3Bacc%3Doff%26amp%3Bwc%3Don%26amp%3Bfc%3Doff%26amp%3Bgroup%3Dnone&Search=yes#

[3] Ravid, Barak. 2014. “EU court
orders Hamas removed from terror list.” http://www.haaretz.com/news/diplomacy-defense/1.632317.

[4] Falah, Ghazi-Walid. 2004. “War, Peace and Land Seizure in Palestine's Border Area”. Third World Quarterly Vol. 25, No. 5
(2004), pp. 955-975. http://www.jstor.org/discover/10.2307/3993704?sid=21105893094813&uid=3738048&uid=2485803753&uid=2134&uid=2&uid=3&uid=70&uid=2485803743&uid=60

[5] ღირსიაშვილი, ლევან.
2003. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი : ორი ერი,
ერთი მიწა. ახლო აღმოსავლეთი. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL1.10&d=HASH6109b9c446f1b58d2b368c.5

[6] ალიაშვილი ირინა.
2010. „ისრაელი–პალესტინის დაუსრულებელი კონფლიქტი“.
http://gipa-military.blogspot.com/2010/11/blog-post_2897.html

[7] 24saati.ge. 2013. “6 დღიანი ომი”. http://www.24saati.ge/weekend/story/40587-6-dghiani-omi.

[8] Byman, Daniel. 2010. “How to
Handle Hamas: The Perils of Ignoring Gaza's Leadership”. Published by:
Council on Foreign Relations. http://www.jstor.org/discover/10.2307/20788644?sid=21105895969913&uid=3738048&uid=2&uid=4






0
379
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი მინაშვილი
გიორგი მინაშვილი
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0