x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137639
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511515
რატომ ვუმღერით ბავშვს იავნანას: ფაქტები, რომლებიც გაგაოცებთ!
image


იავნანა პირველი სიმღერაა, რომელსაც ბავშვი ამ ქვეყნად მოვლენის შემდეგ ეცნობა, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ყველა ეროვნებას თავისი განუმეორებელი იავნანა აქვს. თუმცა არსებობს საინტერესო ფაქტები, რომლებიც იავნანას ზოგადი მახასიათებლებია:


1. იავნანას მელოდიას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, რადგან მისი რიტმი ახლოსაა მშვიდი გულისცემის რიტმთან (68-72 დარტყმა წუთში).


2. ძველად იავნანა ითვლებოდა ბოროტებისგან დამცავად, რომლის გადაცემაც მხოლოდ დედას შეეძლო შვილზე.


3. აღმოსავლეთში ხელმოცარული და ცუდი ადამიანის შესახებ დღემდე ხმარობენ გამოთქმას: "მას დედა იავნანას არ უმღეროდაო".



4. ფსიქოლოგები ამტკიცებენ: დედებს, რომლებიც შვილებს ძუძუს აწოვებენ და თან იავნანას უმღერიან, უუომჯობესდებათ ლაქტაცია და პატარასთან უფრო მჭიდრო ემოციური კავშირი უყალიბდებათ.


5. გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იავნანას მელოდიის დამამშვიდებელი ეფექტი არაფრით ჩამოუვარდება საძილე პრეპატარების მოქმედებას. ხოლო თუ ოპერაციის წინ პაციენტს იავნანას მოვასმენინებთ, ტკივილგამაყუჩებლის საჭირო დოზა განახევრდება.


6. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იავნანას ტესტი აქტიურია: აძლიერებს გონებრივ აქტივობასა და ყურადღებას. ტექსტების უმრავლესობას გამაჯანსაღებელი ფსიქოთერაპიული ეფექტიც გააჩნია.


7. თანამედროვე ფიზიკოსები ამტკიცებენ: რიტმულად აგებულ ფრაზებს და მელოდიურობას, რომელიც ლოცვას ან თეთრ ლექსს მოგვაგონებს, შეუძლიათ დადებითი ბიოენერგეტიკული ზემოქმედება მოახდინონ ადამიანზე. რიტმულად ორგანიზებული ფორმულის გამოყენება (იავნანათა უმრავლესობის ტექსტები სწორედ მაღალი რიტმულობით გამოირჩევა და ასეთ ფირმულებს მიეკუთვნება) ზოგადად გვაგონებს ხვადასხვა პრაქტიული მიზნის მიღწევის მაგიურ საშუალებას.


8. ყველა ქვეყნის იავნანას აქვს საერთო შტრიხები: მარალი ტემბრი, ნელი ტემპი და დამახასიათებელი ინტონაცია. მაგრამ ყველა ქვეყნის სიმღერას გააჩნია თავისი "საიდუმლოება": მასში მოქცეულია კონკრეტული ერის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, რომლითაც ბავშვი პირველად ეცნობა გარემომცველ სამყაროს.

0
759
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0