შოუბიზნესი ვინ არის და რას საქმიანობს "მისტერ ვალენტინი 2015" ლევან სოლოღაშვილი? (+ფოტოკოლექცია) 2015, 16 თებერვალი, 15:42
პროექტის გამარჯვებული კი 18 წლის ლევან სოლოღაშვილი გახდა. ის სამოდელო ბიზნესში აქტიურადაა ჩართული, მაგრამ ეს მისთვის მხოლოდ ჰობია, სამომავლოდ კი თეატრალურში ჩაბარებასა და მსახიობობას გეგმავს. "არ მოველოდი, მაგრამ უფლის წყალობით ხდება ხოლმე სასწაულები, თუ ეს სასწაულია და მე გავხდი "მისტერ ვალენტინი 2015". მადლობა მინდა გადავუხადი ჟიურის წევრებს. მე ვარ იმიჯ ცენტრის მოდელი. რაც შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში ამ გამარჯვების შემდეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი ყველაფერია ათიანზეა"-განაცხადა ლევან სოლოღაშვილმა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კონკურსი მისტერ ვალენტინი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება. პირველი მისტერ ვალენტინი კი გიორგი ნაზღაიძე გახლდათ, რომელიც დღეს ქართული შოუბიზნესის წევრია. "პირველი "მისტერ ვალენტინი" რომ გავხდი, ეს ერთ-ერთი დიდი სკანდალი იყო, რადგან ამბობდნენ, - კონკურსი "ჩაწყობილი" იყო, გიორგი ნაზღაიძემ ჟიურის წევრები მოისყიდაო. ამ აზრს დღესაც ბევრი იზიარებს, მაგრამ ფაქტია, "მისტერ ვალენტინი" გავხდი. მართალია, გამარჯვების შანსი სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ თავს ღირსეულ გამარჯვებულად მივიჩნევ"-გვიამბობდა ნაზღაიძე. ვუსურვოთ "მისტერ ვალენტინ 2015"-ს, ლევან სოლოღაშვილს წარმატებები... 547 3-ს მოსწონს
|