x
image
natia.a
რა ბედი ელის facebook-ზე თქვენს ანგარიშს თქვენი სიკვდილის შემდეგ: ახალი ფუნქცია!
image12 თებერვალს facebook-მა გამოაცხადა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს თავისი “legacy contact”, ანუ ერთგვარი “მემკვიდრე”. ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იქნება, ფეისბუქ-მომხმარებლის სიკვდილის შემდეგ მის timeline-ზე გამოაქვეყნოს ე.წ. pinned post-ი გარდაცვალების შესახებ. მემკვიდრე ვერ შეძლებს გარდაცვლილის ანგარიშში შევიდეს და იმოქმედოს, როგორც გვერდის მეპატრონემ, ნახოს მისი პირადი მიმოწერა და ა.შ, მაგრამ შეძლებს ახალი მეგობრების დამატებას, პროფილის და “cover “ფოტოების შეცვლას, ახალი ალბომის შექმნას, ახალ მეგობრებთან ჩათში საუბარს.


აქამდე ფეისბუქი მხოლოდ პროფილის "გაყინვის" საშუალებას იძლეოდა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციაში შევიდოდა შეტყობინება პროფილის მეპატრონის გარდაცვალების შესახებ, გვერდი უქმდებოდა, ან უცვლელი რჩებოდა, მაგრამ აღარ იძებნებოდა და მფლობელის დაბადების დღისა და სხვა თარიღების შესახებ ცნობა აღარ ჩნდებოდა მეგობრებთან.


ახალი ფუნქციის გასააქტიურებლად უნდა შეხვიდეთ Security-ში, შემდეგ ფუნქციაში Legacy Contact და აირჩიოთ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი. ასევე შეგიძლიათ, თავად დაწეროთ თქვენი გამოსამშვიდობებელი სიტყვა.


მას, შემდეგ, რაც ფეისბუქს ეცნობება თქვენი გარდაცვალების შესახებ, ტექსტი გამოქვეყნდება თქვენს გვერდზე, ხოლო "მემკვიდრე" შეუდგება მასზე დაკისრებული “მოვალეობის” შესრულებას.



ქვემოთ გთავაზობთ ახალი ფუნქციის შესახებ ვიდეოს.




გისურვებთ დიდხანს არ დაგჭირებოდეთ ფეისბუქის ეს ახალი ფუნქცია!



1
126
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
126
  
2015, 15 თებერვალი, 15:54
წინასწარ გვკლავენ :D
0 1 1