x
image
natia.a
რა უსაყვედურა ქართველებს ალენ დელონმა

imageროგორც ცნობილია, ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი, რომელიც უნდა გაუძღვეს პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესამდი მიძღვნილ კონცერტს, უკვე საქართველოშია. "არტ პალასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მან გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ მის მიმართ ქართველების დიდი სიყვარულის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო.


„ვსაყვედურობ ქართველებს, რომლებმაც საქართველოში არასოდეს მომიწვიეს, არასოდეს, არასოდეს, ამიტომაც საქართველოს შესახებ არც არაფერი ვიცოდი. მე მოვედი პაატასთვის, მანამდე არც არავის ვიცნობდი. მხოლოდ 10 წლის წინ შევხვდი პრეზიდენტ შევარდნაძეს სულ ესაა... მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე რომ ქართველებისთვისაც ისეთივე საოცნებო ვყოფილვარ, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში. დასანანია, რომ ეს ახლა გავიგე..." - განაცხადა მსახიობმა.

0
231
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0