x
მარქსიზმის დამახასიათებელი ნიშნები.
ისტორიული მატერიალიზმი: მარქსიზმის ქვაკუთხედი ისაა, რასაც ენგელსმა "ისტორიის მატერიალისტური გააზრება" უწოდა. იგულისხმება ეკონომიკური

ცხოვრებისმნიშვნელობა და ის პირობები, სადაც ადამიანები თავიანთ საარსებო

საშუალებებს ქმნიან წარმოებისა და კვლავწარმოების გზით. მარქსის მტკიცებით,

ეკონომიკური "ბაზისი" იდეოლოგიურ და პოლიტიკურ"ზედნაშენს" განაპირობებს.


ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომიკური

და კლასობრივი ფაქტორებით განისაზღვრება. მოგვიანებით, მარქსისტებმა ეს

მექანიკურად გაიაზრეს როგორც უპირობო მოცემულობა, თითქოსდა ეკონომიკური

"კანონები" ისტორიის სვლას ადამიანთა ჩარევის გარეშე წარმართავენ.


დიალექტიკური ცვლილება: ჰეგელისა არ იყოს, მარქსსაც სჯეროდა, რომ ისტორიას

დიალექტიკა ამოძრავებდა და დაპირისპირებულ ძალთა ურთიერთობის შედეგად

საზოგადოება განვითარების უფრო მაღალ საფეხურძე ავიდოდა. მატერიალისტური

გაგებით, ეს მოდელი ისტორიულ ცვლილებას კლასთა ანტაგონიზმის სახედ, შინაგან

დაპირისპირებად აღიქვამს. ორთოდოქსული მარქსიზმი ("დიალექტიკური

მატერიალიზმი") დიალექტიკას იმ ზოგად ძალად განიხილავს, რომელიც ბუნებრივ თუ

საზოგადოებრივ პროცესებს წარმართავს.


გაუცხოება: ეს ცნება "ადრეული" მარქსის უმთავრეს პრინციპთაგანია. კაპიტალიზმის

პირობებში, შრომა უბრალოდ მექანიკური, მოსაბეზრებელი და უგულო საქმიანობაა. ამ

გაგებით, მუშებს არც თავიანთი შრომის ნაყოფი აინტერესებთ, არც თავად შრომის

პროცესი, და საბოლოოდ, საკუთარ თავს ვეღარც სოციალურად აქტიურ, შემოქმედ

არსებებად აღიქვამენ. შესაბამისად, პიროვნული სრულფასოვნების და თვითრეალიზებს

უმთავრეს წყაროდ შემოქმედებითი, განპიროვნებული შრომა გვევლინება.


კლასთა ბრძოლა: კაპიტალისტურ საზოგადოებაში დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი

კერძო საკუთრების არსებოდაა. სწორედ ამ ნიშნით ხდება დაყოფა წარმოების

საშუალებათა მფლობელ ბურჟუაზიას, იგივე კაპიტალისტთა კლასსა და პროლეტარიატს

შორის, რომელსაც საკუთრება არ გააჩნია და საკუთარი შრომის გაყიდვით გააქვს თავი.

ბურჟუაზია მმართველი კლასი: სიმდიდრის წყალობით, მას ძალაუფლების

ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია; სახელმწიფოს მეშვეობით - პოლიტიკასაც თავად

წარმართავს; ხოლო საყოველთაოდ "გაბატონებული" იდეებით მანიპილირება -

იდეოლოგიურად ზეობის საშუალებებსაც აძლევს.


ზედმეტი ღირებულება: შუღლი ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის ერთი

გადაუჭრელ კონფლიქტთაგანია, რადგან მარქსიზმის თვალთახედვით, კაპიტალიზმის

პირობებში მუშათა კლასი უცილობლად ჩაგრულია. თავად მარქსის აზრით, ყოველგვარი

ღირებულება დოვლათის შექმნაზე დახარჯული შრომის თანაფარდია - ანუ, მოგებას

დახარბებული კაპიტალისტი ზედმეტ ღირებულებას იმით ქმნის, რომ თავის მუშებს

იმაზე ნაკლებს უხდის, ვიდრე ისინი გამოიმუშავებენ. ამიტომაცაა კაპიტალიზმი

საფუძველშივე განწირული - პროლეტარიატი მუდმივ ჩაგვრასა დადამცირებას ვერ

შეეგუებაო.


პროლეტარული რევოლუცია: მარქსის ურყევი რწმენით, კაპიტალიზმს დიდი დღე არ

ეწერა და პროლეტარიატის სახით მას საკუთარი "მესაფლავე" ელოდა. მისი აზრით,

კაპიტალიზმს ჯერ კიდევ გასავლელი ჰქონდა ჭარბწარმოების არა ერთი და ორი

სარიოზული კრიზისი, რასაც პროლეტარიატის რევოლუციური კლასობრივი

თვითშეგნების ჩამოყალიბება მოჰყვებოდა. თუმცა, სიცოცხლის მიწურულს, უკვე

სოციალიზმზე მშვიდობიანი გადასვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა.


კომუნიზმი: მარქსი თვლიდა, რომ პროლეტარული რევოლუიცია გარდამავალ "სოციალისტურ პერიოდს" მოითხოვს, როცა უფლებააყრილი ბურჟუაზიის

კონტრრევოლუციურ ქმედებათა გასაუვნებლად, "პრო;ეტარიატის დიქტატურა" გახდება

აუცილებელი. თუმცა, კლასობრივი დაპირისპირების გაქრობასა და მთლიანად

კომუნისტური საზოგადოების გაბატონების შემდგომ, ამგვარი პროლეტარული

სახელმწიფოს არსებობაც თავისთავად დაკარგავდა აზრს. კომუნისტური საზოგადოება

უკლასო უნდა ყოფილიყო, სადაც დოვლათი საყოველთაო საკუთრებად იქცეოდა, ხოლო "მოვალეობისთვის შრომა - "სარგებლობისთვის" შრომა გადაიქცეოდა და მთლიანად

დააკმაყოფილებდა ადამიანის ყოველგვარ მოთხოვნილებას. "კაცთა მოდგმის წინაისტორიაც" ამით დასრულდებოდა, ადამიანსაც პირველად მიეცემოდა საშუალება,

საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა, თავად განესაზღვრა საკუთარი

ბედიღბალი: "ყოველი ჩვენგანის თავისუფალი განვითარება, საყოველთაო განვითარების

წინაპირობაა" (მარქსი)

0
1035
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
1035
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0