x
ტოტალიტარიზმი
ტერმინი "ტოტალიტარიზმი" პოლიტიკურ ლექსიკონში 1925 წელს შემოიტანა

იტალიელი ფაშისტების ლიდერმა ბენიტო მუსოლინიმ მის მიერ დამყარებული რეჟიმის დასახასიათებლად, რომელსაც უწოდებდა "lo stato totalitario", ე.ი. "ტოტალიტარულ

სახელმწიფოს". სხვა ვერსიის თანახმად, ტერმინი პირველად შემოიტანა მემარცხენე

ორიენტაციის იტალიელმა ავტორმა ჯ.ამენდოლამ, რომელმაც 1924 წლის 20 მარტს წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ფაშიზმიც და კომუნიზმიც წარმოადგენს


"ტოტალიტარულ რეაქციას ლიბერალიზმსა და დემოკრატიაზე". იტალიური ფაშიზმის

ოფიციალური თეორეტიკოსი ჯ.ჯენტილე ფაშიზმს უწოდებდა "ცხოვრების ტოტალურ

კონცეფციას". ეს ტერმინი ამ დროისთვის პოზიტიურ შინაარსს ატარებდა, რადგანაც სიტყვა "ტოტალიტარიზმი" მომდინარეობს გვიანი ლათინურის totalitas-გან, რაც

ნიშნავდა მთლიანობას, სისრულეს.


1929 წელს გაზეთმა "ტაიმმა" ტერმინი "ტოტალიტარიზმი" საბჭოთა კავშირში

ჩამოყალიბებული რეჟიმის მიმართ გამოიყენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლურ

პოლიტიკურ მეცნიერებაში "ტოტალიტარულად" მიჩნეული იყო ფაშისტურ გერმანიაში,

საბჭოთა კავშირსა და "გამარაჯვებული სოციალიზმის" ქვეყნებში არსებული რეჟიმები.


მოკლედ რომ დავახასიათოთ, ტოტალიტარიზმი - ესაა პოლიტიკური რეჟიმი, რომლის

დროსაც სახელმწიფო ესწრაფვის მთლიან, ყოვლისმომცველ კონტროლს მთელი

საზოგადოების ცხოვრებასა და ცალკე აღებულ თითოეულ პიროვნებაზე.


ჩვეულებრივ გამოყოფენ ტოტალიტარიზმის ორ სახესვაობას - "მემარცხენეს" და "მემარჯვენეს". მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმები ასე იმიტომ იწოდებიან, რომ

შეინარჩუნეს საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრების ინსტიტუტი, ეყრდნობოდნენ

ეკონომიკური თვითრეგულირების მექანიზმებს.


მემარჯვენე ტოტალიტარიზმი ჩამოყალიბდა ფაშისტურ იტალიასა და ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში, ხოლო მემარცხენე ტოტალიტარიზმი საბჭოთა კავშირში,

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და აზიის რიგ ქვეყნებში

(ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ჩრდილოეთ ვიეტნამი) და მე-20 საუკუნის 60-იან წლებში

კუბაზე.


"მემარცხენე" ტოტალიტარიზმი ემყარება მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას,

რომელიც ამტკიცებს, რომ 1) შესაძლებელია კომუნისტური საზოგადოების აშენება,

რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს თავისი წევრების მოთხოვნილებებს; 2)

აუცილებელია კერძო საკუთრების გაუქმება და გეგმიური, რეგულირებადი ეკონომიკის შექმნა; 3) პროლეტარიატის წამყვანი როლი; 4) პროლეტარიატის დიქტატურის

აუცილებლობა ახალ საზოგადოებაზე გადასვლის დროს; 5) ყოველ ქვეყანაში

კომუნიზმის აშენების შესაძლებლობა.


მემარჯვენე ტოტალიტარიზმი გერმანიაში ემყარებოდა ნაციზმის იდეას გერმანული ერისრჩეულობის შესახებ და ესწრაფვოდა მსოფლიო ბატონობას. ნაციონალ-სოციალისტური

იდეოლოგიის მთავარი დებულებები იყო: 1) გერმანიის რეიხის აღორძინება; 2) ბრძილა

გერმანული რასის სიწმინდისათვის; 3) დაბალი რასების (პირველ რიგში ებრაელების)

განადგურება; 4) ანტიკომუნიზმი; 5) კაპიტალის შეზღუდვა.



0
1188
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
1188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0