x
image
დავითი12
წმიდა მამა გაბრიელის ბიოგრაფია
წმიდა მამა გაბრიელიწმიდა მამა გაბრიელი (ერისკაცობაში-გოდერძი ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში და ცხოვრობდა წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, თეთრი-წყაროს ქ.11-ში.მამამისი ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი, მამუკინის(ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავჯდომარე და, ამავე დროს, შინსახკომის წარმომადგენელი იყო.მის ოჯახში ქრისტეს ხსენება სასტიკად იყო აკრძალული.1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს.მამის გარდაცვალების მერე წმიდა მამა გაბრიელს ბავშვობაში მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ.

ერთხელ მცირეწლოვანი ვასიკო მოულოდნელად ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ მალე ბავშვი გამოჯამრთელდა და თამაში დაიწყო.

წმიდა მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 84-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი.1949 წელს იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.ის მსახურობდა ბათუმში.მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ღირსი მამა, ოთხშაბათს და პარასკევს მარხვის შენახვას და ეკლესიაში სიარულს მაინც ახერხებდა.ტაძარში მანხუცური დამწერლობა შეისწავლა.

1951-1955 წლებში, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ღვთის სადიდებლად მან თავის ეზოში ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა.ხელისუფლების მესვეურებმა ბევრჯერ სცადეს ეკლესიის დანგრევა, მაგრამ უშედეგოდ(თეთრიწყაროს ქუჩაზე ეკლესია დღესაც დგას).


1954 წელს წმიდა მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპოსკოპოსს გაბრიელს, რომ იგი დიაკვნად ეკურთხებინათ.1955 წელს ქუთაისის წმ. პეტრე-პავლეს სახ. ეკლესიაში შედგა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს, მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა, იგი ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით, წმიდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა.იმავე წლის 27 თებერვალს კი, მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1956 წელს წმიდა მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას.მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია.იმავე წლის მაისში იგი წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად ინიშნება.

1965 წლის 1 მაისს, კომუნისტური აღლუმის დროს, წმიდა მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაში აღმართული ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი დაწვა.დაკითხვაზე მან განაცხადა:"იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი.კაცს რად უნდა დიდება.უნდა ეწეროს:დიდება ქრისტე ღმერთს".კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შეიცვალა:მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.იგი ცხოვრობდა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან მე 3-ის კოშკის დაბლა არსებულ პატარა გოდოლში, რომელსაც თვითონ "კელიას", ეძახდა.

წმიდა მამა გაბრიელმა ხუთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების ზუსტი დრო.1995 წელს წმიდანი წყალმანკით მძიმედ დაავადდა.გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ღირსი მამა არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1995 წლის 2 ნოემბერს წმიდა მამა გაბრიელი გარდაიცვალა.ანდერძისამებრ, იგი ბერმონაზვნული წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.

წმიდა მამა გაბრიელის სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზმა ანალიზის ჩასატარებლად აუღო ღირს მამა გაბრიელს, დღემდე უხრწნელია.

წმიდა მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ.

0
373
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი12
დავითი12
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0