x
image
beko777
ნუგზარ კვაშალის დაბადების დღე (ექსკლუზივი)
ქართული ესტრადის ლეგენდა, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი ნუგზარ კვაშალი 15 იანვარს 63 წლის გახდა და დაბადების დღის გადახდა 63 მეგობართან ერთად გადაწყვიტა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მინიმუმ 163-ზე ავიდა სტუმართა სია და მერე კვაშალმაც ხელი ჩაიქნია - რამდენი ყოფილხართ ღმერთმა გამრავლოთო, და სამეგობროს თავი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მოუყარა.


ვის არ ნახავდით - მომღერლები, კომპოზიტორები, მწერლები, მსახიობები, - ძველ მეგობარს დაბადების დღე თბილისში დროებით დაბრუნებულმა ზურა დოიჯაშვილმა, აჩი ფურცელაძემ, მამუკა ონაშვილმა და გიგა კვენეტაძემაც მიულოცეს.


სუფრის თამადაც, წამყვანიც, ბატონიც და პატრონიც თავად იუბილარი იყო, რომელმაც სადღეგრძელოები დანომრა და 15-ზე რომ ავიდა შეწყვიტა - ახლა რაც გინდათ ის ქენით, თავზე დაგიმიხიათ ყველაფერი თუ გინდაო და სიცილით გადაულოცა მიკროფონი კოლეგებს.


image



აჩი და გიგა სულგანაბულები უსმენდნენ თემურ წიკლაურს

image


დიდი ხნის მონატრებული ძველი მეგობრები

image


იუბილარს სტუმრებთან ერთად გადაღება არ დაზარებიაimage







0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0