x
გადავარჩინოთ საქართველოს ბუნება - მდინარე ტეხურის ხეობა

უღირსი სენაკელებისა (ყველა არა) და ვაი მშენებლების გამო ნადგურდება (თუ უკვე განადგურებული არ არის) სოფელ ნოქალაქევის ისტორიული კუთხე, მდინარე ტეხურის ხეობა. ხელყოფილ იქნა იმ სოფლის ისტორია და ბუნება, რომლის სილამაზით აღფრთოვანებული იყო ბევრი სტუმარი და ტურისტი, ვანდალურად მოქცნენ იმ სოფელს, რომელსაც ბერძნები ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში არქეოპოლისად ანუ ძველ ქალაქად მოიხსენიენებდნენ, (შემდგომში ციხე-გოჯი) რომელიც წარმოადგენდა უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში და რომელიც იყო ეგრისის მეფეთა მთავარი რეზიდენცია, ხოლო შემდეგ საუკუნეებში კი წარმოადგენდა მსხვილ დასახლებას: ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ, საეკლესიო და სავაჭრო სახელოსნოთა ცენტრს.

ვისაც თუნდაც ერთხელ უნახავს ამ ისტორიული სოფლის ბუნება და მდინარე ტუხურის ხეობა, მას ალბათ, ეს შთაბეჭდილება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებოდა, დიახაც გაჰყვებოდა, რადგან ამ ხეობაზე საუბარი უკვე წარსულ დროში გვიწევს. ამ ხეობაშია ისტორიული ადგილები, რომელთა ლეგენდები თაობიდან თაობაში გადადის.

ბევრი სტუმარი, უცხო თუ შინაური მოხიბლულა არა მარტო მისი ისტორიით, არამედ ბუნებითაც და განსაკუთრებით მდინარე ტეხურის ხეობით, რომელიც ამ სოფლის და მთელი სენაკის რაიონის სავიზიტო ბარათი იყო. ვაი მშენებლებმა არ დაინდეს ეს ხეობა გზის გაფართოების მიზეზით, ააოხრეს და საფრთხე შეუქმნეს თვით მდინარეს.

რატომ არ ხდება რეაგირება დღემდე მთავრობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ? რატომ იქცევიან ისე თითქოს არაფერი არ ხდება? საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა (ასეც მოხდება) უნდა ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, მწვანეთა პარტია და ყველა ის უწყება თუ პიროვნება, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს ფაქტი (თუმცა ვის არ ეხება) და, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყველა ფენა.


ნუ ვიქნებით გულგრილები ძვირფასო სენაკელებო და საზოგადოებავ, იმ ყველაფრის წინაშე, რასაც საქართველოს ისტორიის ხელყოფა და მისი ბუნების განადგურება ჰქვია. გადავარჩინოთ საქართველოს ბუნება და მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მდინარე ტეხურის ხეობა.

P.s.სენაკის რაიონის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული იყო წერილები და ფოტომასალები ამ ფაქტის გამო, რომელიც წაშლილ იქნა დაინტერესებული პირის მიერ. ყველა იმ პირს, რომელიც ჩართულია ამ ვანდალურ საქმიანობაში მოეკითხებათ, ყველა სამთავრობო უწყება და არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმირებულები იქნებიან ამ ფაქტის შესახებ.


მშენებლობამდე მშენებლობის პროცესში

image


image

image

image image





imageimageimageimage





0
478
1-ს მოსწონს
ავტორი:გია ნანეიშვილი
გია ნანეიშვილი
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0