“მილუოკი ბაქსი” შინ “ფინიქს სანსთან” 96:102 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე პერიოდი, რომელიც “ფინიქსმა” 31:24 მოიგო.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 24 წუთი დაჰყო. ზაზამ გუნდს 7 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ისიც უნდა ითქვა, რომ ბურთი 6-ჯერ დაკარგა, ორჯერ დააფარეს და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო.
“მილუოკს” 18 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge