x
ეთნონიმ "აფხაზის" ეტიმოლოგია და ისტორია
ტერმინი "აფხაზეთი" თავიდან სრულიადან არ ნიშნავდა იმას, რასაც დღეს ვუწოდებთ.

დღეს "აფხაზები" თავიანთ თავს "აფსუას" უწოდებენ, ხოლო ქვეყანას "აფსნის". "აფხაზეთი" თავდაპირველად აღნიშნავდა იმ ტერიტორიას, რომელიც დასავლეთ

საქართველოს ჩრდილოეთ მთიან მხარეს მოიცავდა. "აფხა" (ბგერათა "ფხ" კომპლექსი

დამახასიათებელი არ არის აფხაზური ენისათვის, ქართველური ენისათვის კი იგი


ჩვეულებრივი მოვლენაა მაგ: ფხოვი, ფხა, ზაფხული და ა.შ) დღესაც მეგრულში ბჭეს,

მხარს, მხარეს ნიშნავს, ზანებს კი სვანები მეგრელებს უწოდებენ, ამდენად "აფხაზეთი"

ქართველურად სამეგრელოს ჩრდილო მხარეს, მთიან სამეგრელოს აღნიშნავდა. როდესაც

აფხაზეთის სამთავროს ჰეგემონობით დასავლეთ საქართველო გაერთიანდა ერთ

სახელმწიფოდ "აფხაზეთი" მთელ დასავლეთ საქართველოს ეწოდა, ხოლო როდესაც

"სრულიად საქართველო" ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა XI- XIV საუკუნეებში,

უცხოელი ავტორები (განსაკუთრებით სპარსელი და არაბი ავტორები) მთელ

საქართველოს "აფხაზეთს" უწოდებდნენ. გვიან შუა საუკუნეებში მისი მნიშვნელობა ისევ

დავიწროვდა და მხოლოდ შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროსა და კავკასიონის მთავარ ქედს შორის მდებარე ტერიტორიას შემორჩა.

ა.ლომთაძე. რ.შეროზია, "ეთნომ აფხაზის ეტიმოლოგიასა და ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები".

2
209
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
209
  
2016, 9 თებერვალი, 1:12
ჰო დავამატებდი, ქართულ ენაში თანხმოვნების გაჩენა უცხო არაა კეთილხმოვანებისთვის, ან სხვა მიზეზით მაგალითად ავიღოთ სახელი პეტრე, როგორ იტყვიან პეტრეს ოჯახს ან მოდგმას კახელები? იტყვიან პეტრე-აანთი,ქართლში მიახლოებით პეტრე-ანთი, აქ ანი-კუთვნილების გამომხატელია თანხმოვანი-თ- მრავლობითის ნიშანია ხმოვანი-ი-სახელობითი ბრუნვის ნიშანი. როგორ იტყვიან ამას იმერეთში? იტყვიან პეტრია-(ს)ანი აქ თანხმოვანი-ს- გაჩენილი უნდა იყოს სალიტერატურო ქართულით პეტრე-სი ძველი ქართულით პეტრე-ისი ან პეტრე-ისა. აღსანიშნავია რომ ტოპონიმებში ყველა ფორმა გვხვდება მაგალითად :ჩრდილიაანთკარი,ლელიაანთკარი, გვხდება ტოპონიმები სადაც მრავლობითი ნიშანი-თ-დაკარგულია,მირზ-აანი ტიბ-აანი,რუს-იანი,თამარი-ანი, აგრათვე ორჭო-(ს(ანი,ბროლო-(ს)ანი, ბოლნ-ისი,დმან-ისი შესაძლოა აქ ეს-ზ-თანხმოვანიც იყოს გაჩენილი. ზოგიერთი ჩემი აზრით გაჩენილი თანხმოვნები ტოპონიმებში: ლაკვასთა ლაგოდეხის ძველი სახელწოდება ლაკვა-(ს)-თა ლაკვა,ლაყვა-წვიმის გუბე. ფარიზა,ფრეზეთი, აქ ჩემი აზრით ძირი უნდა იყოს ფარ-იზა-ფარ-ისა,ფრეზეთი-ფარი-(ზ)-ეთი ასევე ზოგი სხვა ტოპონიმები რომელიც შესატყვისი უნდა იყოს დაბოლოება -სანის როგორც ორჭო-სანი და ბროლო-სანი ეხლა, ასე გვხვდებოდა ადრე ტოპონიმები ქორო-ზანი,ორმო-ზანი,გორო-ზანი,მირტა-ზანი,,არტა-ზანი აღსანიშნავია რომ ასეთი დაბოლოებებით ტოპონიმები გამონაკლისი გარდა აღარ გვხდება დღეს. ეს გამონაკლისებია ალაზანი,შესაძლოა მუკუზანი და მირზაანიც თუმც ამ ორზე თავს ვერ დავდებ,შეიძლება სხვა ეტიმოლოგიისაც იყოს. სავარაუდოა რომ ძველ დროში -ისი|ისა ან სანი დაბოლოებისას პარალელურ ფორმაში ს-თანხმოვანთან ერთად თნხმოვანი -ზ ასევე გამოიყენებოდა რომელიც დღეს აღარ გვხდება
2016, 9 თებერვალი, 0:28
მეც მგონია რომ აფხაზეთი ნამდვილად ქართული წარმოშობისაა და უნდა დაიშალოს ასე. ა-ფხა-ზ-ეთი საიდანაც ა-პრეფიქსი დანიშნულებითი უნდა იყოს,ფხა ნამდვილად მთის აღმნიშვნელი უნდა იყოს, ეთი დაბოლოებაა, პრობლემას ქმნის თანხმოვანი ზ-რას უნდა აღნიშშნავდეს ეს თანხმოვანი? ეგ აღარ ვიცი. ფხა რომ ქართველურში მთის აღმნიშვნელი იყო ჩანს ტოპონიმებიდანაც ფხოვი,შუაფხო,აფხო,აფხავი ასევე სიტყვებში, ფხაწალი-ძალიან ციცაბო ფერდობი,ფხაგორი-მთის ვიწრო ზურგი (ხევსურული დიალექტებიდან) ასევე ა-როგორც პრეფიქსი გვხვდება ვთქვათ აფშო,აწყური და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს თანხმოვანი ზ აქ ან გაჩენილი უნდა იყოს მაგალითად აფხაეთი ცუდი გამოსათქმელია და ამიტომ აფხაზეთი ითქვა ,ან არქაული ფორმის კუთვნილებიას მიმანიშნებელი უნდა იყოს. ტუმც საკვლევოია. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ქართულია და ბერძნულიდან გადმოტანილი არაა.
0 1 2