x
პარლამენტარიზმის განვითარება ინგლისში
თავდაპირველად ინგლისის მეფეები შეზღუდულნი იყვნენ ადათითა და "ჩვეულებათა სამართლით" (გვარ-ტომობრივი სტადიიდან მოყოლებული, საზოგადოების

განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ურთიერთობების წესების

ერთობლიობა). ამ სამართლის აღსრულებაში "ბრძენთა საბჭო" მონაწილეობდა. ეს საბჭო

სამეფოს დიდგვაროვანთაგან შედგებოდა. XI- XII საუკუნეებში "ბრძენთა საბჭოდან"


"სამეფო საბჭო" (curia regis) წარმოიშვა. თანდათანობით ყალიბდება სხვა

ინსტიტუტებიც, მაგალითად, სასამართლოები, "საიდუმლო საბჭო" და "ლორდთა პალატა". დროთა განმავლობაში სასამართლოები შეიმუშავებდნენ

ადგილობრივი სამართლის ნორმებს ("ჩვეულებათა სამართალი" - ინგლ. Common law). ასე ჩამოყალიბდა XII- XIIIსაუკუნეებში სწავლულ იურისტთა წოდება, რომელიც

თავს ვალდებულებად თვლიდა სამართლის და არა მეფის წინაშე.


როცა მეფე ჯონ უმიწაწყლომ (1199-1216) ტრადიციული სამართლის მორჩილება არ

ისურვა, სამეფოს დიდებულებმა აიძულეს მეფე მიეღო "თავისუფლების დიდი ქარტია"

(Magna Charta Libertatum, 1215) და დაედო ამ კანონების ერთგულების ფიცი,

რომელიც თავის მხრივ, მისგან მისი ვასალების უფლებების პატივისცემას მოითხოვდა.

ამასთანავე განისაზღვრა "საერთო საბჭოს" მოწვევის წესი.


1265 წელს მოწვეულ იქნა ასეთი საბჭო, რომელშიც შევიდნენ ცალკეული სოფლებისა

და ქალაქების წარმომადგენლები (შესაბამისად, ორი რაინდი და ორი მოქალაქე

თითოელული ერთეულიდან). ამ საბჭოს "პარლამენტი" ეწოდა.ბევრი ისტორიკოსი 1265 წლი პარლამენტში თანამედროვე "თემთა პალატის" წინამორბედ ინსტიტუტს

ხედავს.


1295 წელს შეკრებილი პარლამენტი კი იყო პირველი წარმომადგენლობითი ორგანო

ინგლისის ისტორიაში, რადგან მისი მოწვევის დოკუმენტის თანახმად, დელეგატები

უფლებამოსილნი იყვნენ მათ მიერ, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ.


შემდგომ საუკუნეებში პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მოიპოვა

(თავდაპირველად მეფისადმი წარდგენილი პეტიციის ფორმით, მოგვიანებით უკვე მზა

კანონპროექტების - ბილის სახით).

0
3308
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
3308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0