იმერეთი ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე დადგეს +(ფოტოები) 2014, 26 დეკემბერი, 21:02 ქუთაისის ცენტრში, მთავარი ნაძვის ხე დადგეს. საზეიმო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება და 15 იანვრამდე გასტანს. 30 დეკემბერს პირველად ქუთაისში ქალაქის ძველ უბანში განთავსდება და საზეიმოდ განათდება მინიატურული საახალწლო ქალაქი, რომელიც საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრად იქცევა. ასევე ქუთაისში მეორე ნაძვის ხე ისტორიულ უბანში, პუშკინის სკვერში დადგეს. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, 31 დეკემბერს ქუთაისელ მოსახლეობას ბევრი სიურპრიზი ელის. 229 შეფასება არ არის
|