x
საქართველოს პირველი კონსტიტუცია
საქართველოს ისტორიაში პირვლელი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული

რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა, რომელიც მიღებული იქნა 1921 წლის

21 თებერვალს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციის შემუშავებას და მისი მიღება მიაჩნდათ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.

კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესი საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკის არსებობის თითქმის მთელი პერიოდის მანძილზე გრძელდებოდა. ქვეყნის

ძირითად კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიწყო,

1921 წლის 21 თებერვალს კი, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის

საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო კონსტიტუცია, თბილისის მისადგომებთან

ბრძოლები მიმდინარეობდა.

1921 წლის კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს

(საქართველოს პარლამენტის) საკონსტიტუციო კომისია (1918 წ. 6 ივნისი - 1919 წ. 8

მარტი) და დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია (1919 წ. 18 მარტი - 1921 წ.21 თებერვალი). შეიძლება დავასახელოთ ის პიროვნებებიც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონსტიტუციის შემუშავებაში: ნოე ჯორდანია, პავლე საყვარელიძე, სერგი ჯაფარიძე, გიორგი გვაზავა, მიხეილ რუსია, ლევან ნათაძე, იოსებ ბარათაშვილი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ნანეიშვილი და სხვები.

1921 წლის 21 თებერვალს, როდესაც კონსტიტუციას ღებულობდნენ, ქართული საზოგადოების განწყობა არ ყოფილა დამარცხების გარდუვალობით გამსჭვალული.

პირიქით, ფიქრობდნენ, რომ მტრის შემოტევის მოგერიება ამჯერადაც მოხერხდებოდა

და საქართველო შეძლებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზის

გაგრძელებას.

კონსტიტუციის პროექტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 24 ნოემბერს

დაიწყო. იმდროენდელ მმართველს პარტიას, სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც

დამფუძნებელ კრებაში უმრავლესობა ჰქონდათ, შეეძლოთ კონსტიტუციის მიღება მოკლე

ვადაში მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს კონსტიტუციურ საკოთხებზე ფართო დისკუსიის

გამართვა და ყველა ოპოზიციურ ძალას მიეცა საშუალება თავისი მოსაზრებები

დაწვრილებით წარმოედგინა.ამან ბუნებრივია, კონსტიტუციის მიღება გააჭიანურა.

საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა, კონსტიტუციის მიღებას, სადღაც გაზაფხულზე დაამთავრებდნენ, შეიძლება 12 მარტისთვის - დამფუძნებელი კრების გახსნის

დღისთვისაც დაემთხვიათ. შემოდგომაზე კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

მოხლენები, სამწუხაროდ, სხვანაირად წარიმართა...

25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ და ეს დღე

საქართველოს გასაბჭოების თარიღად იქნა მიჩნეული. თუმცა, 1921 წლის 25

თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომი არ დამთავრებულა და ის კიდევ დაახლოებით

სამი კვირა გაგრძელდა.1921 წლის კონსტიტუცია ცალკე ბროშურის სახით ბათუმში

დაიბეჭდა, საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლის წინ.

საქართველომ ვერ მოასწრო 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრება, მაგრამ

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს

მნიშვენელოვანწილად ეყრდნობოდნენ იმდროინდელი საქართველოს

სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკას. ის ინსტიტუტები და პოლიტიკური

ცხოვრების წესები, ადამიანის უფლებები, მოკლედ თითქმის ყველაფერი, რასაც

ამკვიდრებდა 1921 წლის კონსტიტუცია ფაქტობრივად არსებობდა და მოქმედებდა

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

საქართველოს საბჭორუმა ოკუპაციამ და კომუნიზმის მშენებლობის ბოლშევიკურმა

ექსპერიმენტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველო და ის რეალობა, რასაც

ემყარებოდა 1921 წლის კონსტიტუცია.


0
554
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0