x
image
worldsport.ge
აგუერო შესაძლოა მოედანს 10 იანვარს დაუბრუნდეს

imageინგლისური მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო შესაძლოა მოედანს “ევერტონის” წინააღმდეგ პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში, 10 იანვარს დაუბრუნდეს.
26 წლის ფეხბურთელმა მყესების ტრავმა 6 დეკემბერს სწორედ ლივერპულელებთან პირველი წრის შეხვედრაში მიიღო. აგუეროს სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და არგენტინელის დაბრუნება ვადაზე ადრე მოხდება.
“ქალაქელთა” თავკაცმა უკვე განაცხადა, რომ თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ 24 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს. ჩილელმა მწვრთნელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აგუერო სარეაბილიტაციო პერიოდს ბოლომდე დაასრულებს, ის არ აპირებს ფეხბურთელი ვადაზე ადრე დააბრუნოს და ტრავმა გაუმიზეზდეს.
მიმდინარე სეზონში სერხიო წარმატებულად ასპარეზობს. 21 ჩატარებულ შეხვედრაში თავდამსხმელმა 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0