x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მსოფლიოს შვიდი საოცრება, რომელთა ნახვა ნამდვილად ღირს
2007 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებული გამოკითხვისა და კენჭისყრის შედეგად არჩეული იქნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება ანუ ისინი, რომლებიც დღესაც არსებობენ და მათი ნახვა საკუთარი თვალით შეგიძლიათ. პირადად ჩემთვის ამ შვიდეულიდან ყველაზე მეტად მაჩუ-პიკჩუს ნახვას ვისურვებდი...და თქვენ? შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, რომელი საოცრების ნახვაა თქვენი ოცნება.


image




1. კოლიზეუმი (ლათინური სიტყვიდან colosseus, რაც გრანდიოზულს, კოლოსალურს ნიშნავს)


image



კოლიზეუმი-ძველი ბერძნული კულტურის არქიტექტურული ძეგლი ამფითეატრს წარმოადგენდა. ის არის ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი და უდიდესი ძეგლი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ამ საოცრების სანახავად თქვენ რომში მოგიწევთ გამგზავრება.



2. ჩინეთის დიდი კედელი


image


ჩინეთის დიდი კედელი (Chángchéng, ჩინურად 長城- სიტყვასიტყვით გრძელ კედელს ნიშნავს) არქიტექტურის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ძეგლია. ის გადაჭიმულია ჩრდილოეთ ჩინეთში 8851, 9 კილომეტრის სიგრძეზე. ბადალინის მონაკვეთში კედელი ძალიან ახლოს გადის ჩინეთის დედაქალაქ პეკინთან. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მთელი კედლის სიგრძე თავდაპირველად 21 196 კილომეტრს შეადგენდა.


3. მაჩუ-პიკჩუ


image


მაჩუ-პიკჩუ ( კეჩუას ენაზე Machu Pikchu, რაც "საშიშ მწვერვალს" ნიშნავს) - ძველ ამერიკაში არსებული ქალაქი იყო, რომელიც დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქალაქი მთიან ადგილას, ზღვის დონიდან 2450 მეტრზე იყო გაშენებული და მდინარე ურუბამბის დაბლობს გადაჰყურებდა. მას სხვანაირად "ღრუბლების ქალაქს", "ზეციურ ქალაქს" ან "ინკების დაკარგულ ქალაქსაც " უწოდებენ. ზოგიერთი არქეოლოგი თვლის, რომ ეს ქალაქი დარსებული იქნა, როგორც წმინდა განსასვენებელი ინკების მბრძანებლის პაჩაკუტეკის მიერ დაახლოებით 1440 წელს და არსებობდა 1532 წლამდე, სანამ ესპანელები არ შეიჭრნენ ინკების ტერიტორიაზე. ლეგენდის თანახმად, მათი შეჭრისას ქალაქის მთელი მოსახლეობა უგზო-უკვლოდ გაქრა.


4. პეტრა


image


პეტრა (არაბულად البتراء‎‎) - ესაა უძველესი ქალაქი, რომელიც თავდაპირველად იდუმეის დედაქალაქი იყო, შემდეგ კი ნაბატეის სამეფოს დედაქალაქი. ის მდებარეობს თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე, არავეის ვაკეზე, სიკის ვიწრო კანიონში. ვაკემდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო ხეობით, რადგან ქალქს გარს ერტყმის 60 მეტრი სიმაღლის სალი კლდეები, რომლებიც თავისებურ კედლებს ქმნიან.



5. ტაჯ-მაჰალი


image


ტაჯ-მაჰალი ( ინდურად ताज महल, ინგლისურად Taj Mahal) - ესაა მავზოლეუმი -მეჩეთი, რომელიც ინდოეთში, ქალაქ აგრაში მდებარეობს მდინარე ჯამნას ნაპირზე. ტაძარი აშენებული იქნა თემურ-ლენგის შთამომავლის - მონგოლების დიდი იმპერიის ფადიშაჰის შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით მისი საყვარელი ცოლის - მურთაზ-მაჰალის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც მეთოთხმეტე ბავშვზე მშობიარობას გადაყვა. შემდეგში ამ ტაძარში იქნა დაკრძალული თავად შაჰ-ჯაჰანიც.


6. მაცხოვრის ქანდაკება


image


მაცხოვრის ქანდაკება (პორტუგალიურად Cristo Redentor)-ეს არის საყოველთაოდ ცნობილი ხელებგაშლილი იესოს ქანდაკება კორკოვადის მთაზე რიო-დე-ჟანეიროში. ქანდაკების სიმაღლე 38 მეტრია, ხელების გაშლის სიგანე-28 მეტრი, ხოლო სტატუის წონა 1145 ტონაა.


7. ჩიჩენ-იცა


image


ჩიჩენ-იცა (ესპანურად Chichén Itzá) - მაიას ხალხების პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულზე, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.




და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, კონკურსგარეშედ წარმოდგენილი ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან შემორჩენილი ერთადერთი საოცრება- გიზის პირამიდები


image


გიზის პირამიდები მდებარეობს გიზის პლატოზე, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროსთან ახლოს. ისინი აშენებულ იქნა ძველ ეგვიპტეში IV—VI დინასტიების მმართველობის პერიოდში დაახლოებით XXVI—XXIII საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. პირამიდების აშენების ტექნოლოგია დღესაც საიდუმლოებითაა მოცული.

4
1543
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1543
  
2014, 26 დეკემბერი, 11:09
უსახსრობის დედაც თორემ რა გამაჩერებს სახლში :)
2014, 26 დეკემბერი, 11:08
ყველას სიამოვნებით ვნახავ თან არაერთხელ :)
2014, 25 დეკემბერი, 13:39
სიამოვნებით ვნახავდი ყველას, განსაკუთრებტ მაჩუ პიკჩუს
2014, 25 დეკემბერი, 13:32
მსოფლიოს ისტორიის მატიანეა თითოეული მათგანი და მათი ნაშთებიც კი თავისთავად.
0 1 4