x
image
ციცი
Mediator image
კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია-"ძალიან მენატრება მამა!"
მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, კახა ბენდუქიძე, ორმოცდათვრამეტი წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გავრცელდა ინფორმაცია რომ მას ყავდა ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა, რომელიც დედის გვარს ატარებდა. ანასტასია მის დაკრძალვაზეც ჩამოვიდა თბილისში.

როგორც გოგონას "ფესიბუქის" გვერდიდან ჩანს მამა-შვილს ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ანასტასია გონჩარევამ მამის მონატრებას ვრცელი წერილი მიუძღვნა:


"დიდი მადლობა მათ, ვინც კეთილი სიტყვებით მამახნევებდა გასულ თვეში. ძალიან მენატრება მამა, მაგრამ მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში იმდენად დიდი იყო, რომ მას შემდეგაც რაც წავიდა, მე ვგრძნობ რომ ის ჩემს გარშემოა. ასე მგონია, რომ ის წავიდა სამოგზაუროდ, რათა კიდევ ერთი ქვეყანა გადაარჩინოს, იქნება ეს უკრაინა, ალბანეთი, გვატემალა თუ ჰონდურასი.


ჩემი ცხოვრების დევიზი მუდამ იყო "Amor Fat"-ი. ამის გამო მამა ყოველთვის დამცინოდა, მაგრამ როდესაც რაიმე ცუდი და რთული ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მამა ყოველთვის მეუბნებოდა-"Amor Fat".

"Amor Fat"-ი ლათინურიდ ნიშნავს "საბედისწერო სიყვარულს"-ეს არის ურთიერთობა, რომელშიც თქვენ ხედავთ ყველაფერს, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში-მათ შორის ტკივილი და საყვარელი ადამიანის დაკარგვა-ეს კი მინიმუმ საჭიროა იმიტომ გამოსცადო, რომ ისინი თქვენი ცხოვრების და არსებობის ნაწილია... ამიტომ ისინი ყოველთვის თან გდევთ, გინდათ ეს თუ არა.

სამწუხაროა, რომ ის წავიდა-ვერავინ ვერ შეცვლის ამას და თუ ჩაიციკლები ამაზე, ეს იქნება დროის ფუჭად ხარჯვა.

მან მასწავლა და ყველას ვინც მის გარშემო იყო, რომ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი მორალური კომპასით. უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცნობიერებით და ერთიანობით, ისე რომ არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ქმედებების; უნდა ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს და გვეამაყება; უნდა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ და სამრთლიანობისთვის; უნდა გაგვაჩნდეს საკუთარი აზრი და არ უნდა ვიყოთ იდიოტები; მან მასწავლა, რომ ვიყო თავისუფალი სტერეოტიპებისგან და მზად ცვლილებებისთვის...

ახლა მთავარია, რომ არ ვიყო მოწყენილი, მაგრამ გავყვე მის კვალს ისე, რომ ზეციდან რომ გადმომხედავს ჩემით იამაყოს.

დამდეგ შობას გილოცავთ ორი წითელი სანტა..."

აი ასეთ ვრცელ წერილს წერს ანასტასია, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი და თან მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს დებს.imageimage
ასევე ანასტასიამ გამოაქვეყნა კახა ბენდუქიძის მიერ შვილისადმი მიწერილი მესიჯი:

image"ნასტია, ჩემო მზეო, ვისაუბროთ. მე ზოგჯერ გიყვირი, იმიტომ რომ ვთვლი რომ შენ ძლიერი ხარ და შეგიძლია თავად განკარგო საკუთარი ბედი. "Amor Fati"!

0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0