საზოგადოება მომაკვდავის სურვილმა მსოფლიო გააოგნა 2014, 28 ნოემბერი, 23:04 თქვენს წინაშეა ფოტო, რომელმაც ბოლო დღეებში ინტერენტი დაიპყრო და ბევრი აატირა. ეს არის 77 წლის ინგლისელი შეილა მარში, 4 შვილიშვილის ბებია, რომელიც საავადმყოფოში კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ შეილამ ერთი სურვილის შესრულება ითხოვა: მომაკვდავს სურდა თავისი საყვარელი ცხენის, ბრონვენის ნახვა, რომელსაც 25 წელი შვილივით ზრდიდა. მედპერსონალმა მოხუცს თხოვნა შეუსრულა: მომაკვდავი საავადმყოფოს ეზოში გაიყვანეს, სადაც საყვარელი ცხენი ელოდა. "შეილამ ხმადაბლა დაუძახა ცხენს, ისიც მიუახლოვდა, პატრონს ლოყა აულოკა. მოხუცი მოეფერა, გამოემშვიდობა და სული განუტევა" - იხსენებს საავადმყოფოს მედდა. 117 3-ს მოსწონს
|