x
image
K.P.
თინა მახარაძე: "მამაჩემის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. სადღაც პარალელური განზომილებიდან პოსტს მილაიქებს ალბათ"
image
მსახიობი თინა მახარაძე მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გოგონა იმ პოპულარულ ქართველთა რიცხს არ მიეკუთვნება, რომლებიც ხალხის ზედმეტი ყურადღების გამო წუწუნებენ. თინა ხომ თავად გვანებივრებს სკანდალური განცხადებებით და პოპულარობასაც სტაბილურად ინარჩუნებს.

ამჯერად თინა მამას იხსენებს.image

"23 წლის მამაჩემის წერილი დედაჩემს სამშობიაროს კიბეებიდან, როცა მე დავიბადე:
"ნეტა, როდის გამოხვალთ, რომ მოგიყვეთ ყველაფერი და ჩაგიკრათ გულში. შენ თუ რამე გინდოდეს და რამე გეჭმევა (ხილი, ყველაფერი..) დამიწერე და მოგიტან. რამე ხომ არ გაწუხებს, ყველაფერი დამიწერე. გკოცნი, გეხვევი და კიდევ არ ვიცი..
პაატა თინიკოს მამა, ვიკას მეუღლე მახარაძე.

დღეს მამაჩემის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა.
He was a cool guy. სადღაც პარალელური განზომილებიდან პოსტს მილაიქებს, ალბათ"-წერს თინა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თინა მახარაძის მამა 10 წლის წინ გარდაცვლილი, მანქანაში ჩაცხრილული იპოვნეს. მკვლელის ვინაობის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც თინა ამტკიცებს, მასაც სურს ისეთი სიყვარული გამოსცადოს, როგორიც მის მშობლებს აკავშირებდათ.

ვუსურვოთ თინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

0
435
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0