სხვა როგორ დავბლოკოთ ფეისბუქზე თამაშებზე მიპატიჟების მიღება 2014, 7 ნოემბერი, 21:32 "ნუ მიგზავნით თამაშებს" - რამდენჯერ გაგიზიარებიათ ამგვარი სტატუსი ან სურათი ამ წარწერით ფეისბუქზე?
მე - ბევრჯერ და დარწმუნებული ვარ, თქვენც! არადა რა ადვილი ყოფილა ამ მიპატიჟებების დაბლოკვა. ბევრმა იცის ალბათ. ხოლო მათ, ვინც ჯერ არ იცის, ავუხსნი:
ჩამოვშლით მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე ოპციებს და შევდივართ "settings"-ში, შემდეგ გვერდის მარცხნივ მდებარე ზოლში ავირჩევთ "blocking"-ს. მიღებულ ოპციებს შორის იქნება "Block app invites", სადაც ჩავწერთ იმ "მეგობრის" სახელს ან იმეილს, ვისგანაც გვინდა დავბლოკოთ მიპატიჟებები. ხო, რაც მთავარია: "მეგობარი", რომლისგანაც დაბლოკეთ აპლიკაციების მიღება, საერთოდ ვერ გაიგებს ამას. სულ ესაა. 283 5-ს მოსწონს 1-ს არა
|