x
image
ახალი თაობა
დიაბეტი
imageგანასხვავებენ ორი ტიპის დიაბეტს


ტიპი 1(ახალგაზრდული)-არ გამოიყოფა ინსულინი შესაბამისად არანაერ ფუნქციას არ ასრულებს.


აუტოიმუნური პროცესები რაც ნიშნავს იმას რომ ამ დროს ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავდება რომელიც ებრძვის ადამიანის საკუთარ პანკრეასს, აზიანებს იმ უჯრედებს რომელიც ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი და შესაბამისად ინსულინი აღარ გამომუშავდება.


ტიპი 2 (მოზრდილები 30 ზევით)-ინსულინი ან არ მუშაობს ან არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა სისხლში.



ჭარბი წონა


გენეტიკა


არსებობს დიაბეტის მესამე ფორმა ეს არის ორსულთა დიაბეტი ე.წ გესტაციური დიაბეტი რომელიც ვითარდება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, ძალიან კარგია ის რომ ორსულობის დამთავრებისთანავე უმეტეს შემთხვევაში ეს დიაბეტი თავისით იკურნება და არ საჭიროებს დამატებით ღონისძიებებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება დედას განუვითარდეს მეორე ტიპის დიაბეტი, ამ დროს აღსანიშნავია რომ ნაყოფის წონაც არი ხოლმე ჭარბი და ისინიც წინასწარ განწყობილნი არიან ასევე დიაბეტის განვითარებისთვის.


დიაბეტს აქვს როგორც მწვავე ასევე ქრონიკული გართულებები:ინფაქტი, ინსულტი, გულის რითმის მოშლა, ქვედა კიდურების დაზიანება, სიბრმავე, თირკმლის უკმარისობა.ყველა დიაბეტით დაავადებულს ყველა ეს გართულება არ უვითარდება


რას ვაკეთებთ ასეთ დროს:შეინარჩუნეთ სისხლში შაქრის დონე, აკონტროლეთ სისხლის ცხიმები(ქოლესტერინი), აკონტროლეთ წნევა, აკონტროლეთ წონა, აკონტროლეთ ალკოჰოლის მიღება.


დიაბეტს 6 გამოკვეთილი სიმპტომი ახასიათებს


1.პირის სიმშრალე და წყურვილი(რის გამოც ამ დაავადების მატარებელი ადამიანი ხშირად სვამს წყალს)
2.გაძლიერებული მადა
3.დიაბეტით დაავადებულებს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად აქვთ მოშარდვის მოთხოვნილება
4.სწრაფად და მარტივად იკლებენ წონაში
5.მათ ძნელად უხორცდებათ ნებისმიერი ჭრილობა და ნაკაწრი
6.დაბინდული მხედველობა


დიაბეტის რისკჯგუფები


1.ადამიანები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით
2.დიაბეტის ისტორიის მქონე გენეტიკა
3.ადამიანები მაღალი არტერიული წნევით
4.ქალები 4 კგ-ზე მეტი ნაყოფით
5.ადამიანები კვების არასწორი რეჟიმით
6.ადამიანები არააქტიური ცხოვრების წესით
7.ჭარბწონიანები


რამოდენიმე რჩევა რომელიც გამოგადგებათ ზოგადად თქვენი კვების დაგეგმვაში


1.საკვები მიიღეთ ერთი და იგივე დროს
2.კვება დაიწყეთ ბოსტნეულის სალათით(იმიტომ რომ ის კუჭს გაავსებს და სხვა დანარჩენი საკვები შეგვეჭმევა ნაკლები).
3.მიიღეთ წყალი ნორმალური რაოდენობით
4.8 საათის შემდეგ ნუ მიიღებთ საკვებს
5.შეეცადეთ რომ ცხიმიანი საკვებიც ნაკლები მიიღოთ და დააბალანსეთ თქვენი საკვები როგორც ბოსტნეულით ასევე ცილოვანი პროდუქტით


რა უნდა იცოდეს ბავშვმა როდესაც მისი კლასელი დიაბეტიანია


1.პირველ რიგში აუცილებლად უნდა იცოდეს რომ მას არ შესთავაზოს ტკბილეული, ეს არის პირველი აუცილებელი წესი ვინაიდან ერთადერთი პროდუქტი რომელიც ეკრძალება ბავშვს ეს არი შაქრის შემცველი პროდუქტი.არ უნდა შევთავაზოთ კამფეტი ვინაიდან იგი შეიცავს შაქარს, არ უნდა შევთავაზოთ შოკოლადი და არ უნდა შევთავაზოთ თვით შაქარი.


რა შეიძლება


ვაშლი, მსხალი, ბანანი და ყურძენი, არ გაგიკვირდეთ მიუხედავად იმისა რომ ყურძენი შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, გარკვეული, მცირე რაოდენობა, რამდენიმე ცალი დაახლოებით 5-6 მარცვალი შეიძლება შესთავაზოთ თქვენს მეგობარს, მხოლოდ უფრო მეტი არ უნდა შესთავაზოთ.ბანანთან დაკავშირებთ ძალაინ ხშირად ისმევა შეკითხვა რომ ბანანი არ შეიძლება დიაბეტიანი ბავშვისთვის ასევე არ შეიძლება საზამთრო და ნესვი, სინამდვილეში ბანანიც შეიძლება საზამთროც და ნესვიც, აქ საუბარი არი რაოდენობაზე რასაკვირველია, აქ უკვე დღიური კალორაჟი ითვლება ყველა ბავშვისთვის და შესაბამისად რაოდენობას ეუბნება ექიმი.რძე და რძის პროდუქტები შეგვიძლია შევთავაზოთ ბავშვს იმიტომ რომ რძე არის კალციუმით მდიდარი პროდუქტი პრაქტიკულად ეს არი ერთერთი საშენი მასალა ზრდისთვის და აუცილებელია ყველა ბავშვისთვის.


დიაბეტიანი ბავშვი უნდა ვიცოდეთ რომ არაფრით არ განსხვავდება არადიაბეტიანი ბავშვისგან, ის არი ბავშვი რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს რასაც არადიაბეტიანი ბავშვი, ფიზიკური დატვირთვა არი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დიაბეტის მოწესრიგებისთვის, ყოველდღე 1 საათის განმავლობაში მაინც დაიტვირთონ ბავშვები, სპორტის რომელი სახეობაც მოსწონთ იმით.


0
421
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0