სხვა ცხოველები და მათგან გადამდები დაავადებები 2014, 4 ნოემბერი, 3:16 იმის გამო რომ არ მინდა 18+-ად ვაქციო ეს სტატია, არ დავდებ დაავადების ზუსტად ამსახველ სურათებს.
1.ფრინველის გრიპი გინესის სამედიცინო რეკორდების წიგნის მიხედვით ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად ფრინველის გრიპი ითვლება ინფლუენცას სახესხვაობამ რომელიც 1997 წლამდე მხოლოდ ფრინველემს ემართებოდა ოფიციალური მონაცემებით ჰონგ-კონგში 16 ადამიანი დააავადა, 4 მათგანი გარდაიცვალა, ეს პირველი ვირუსი იყო რომელიც ადამიანს უშუალოდ ფრინველისგან გადაედო. 2.დენგე ყველაზე გადამდებ დაავადებად დღემდე დენგე ითვლება ვირუსი რომელიც კოღოს გადააქვს 1998 წელს დენგეს დაავადების 1 200 000 შემთხვევა აღირიცხა, 15 ათასზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. 3.ციმბირის წყლული განსაკუთრებით პრობლემატური დაავადებების სიაში ციმბირის წყლული ლიდერობს, გამომწვევი მიზეზი სპორების წარმომქმნელი ბაცილა, ემართებათ შინაურ და გარეულ ცხოველებს მათგან კი ადამიანს გადაედება, მისი თავიდან აცილების საიმედო გზად ცხოველების აცრა, სანიტარული ნორმების და პირადი ჰიგიენის დაცვა ითვლება. 4.ცოფი ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად ცოფის ვირუსულ ინფექციას ასახელებენ, აზიანებს ცენტრალურ-ნერვულ სისტემას და ადამიანს ცოფიანი ცხოველის ნაკბენით გადაეცემა, ადრეული ნიშნები:ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე.ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კვდება, დროულად აცრის შემთხვევაში გადარჩენის ალბათობა დიდია 5.სალმონელოზი კიდევ ერთი რთულად სამკურნალო დაავადება რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის სალმონელოზია, აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გადამტანები:თაგვები, ვირთხები, ზღვის გოჭები და კურდღლები არიან.პროფილაქტიკის საუკეთესო მეთოდად ანტიბაქტერიული საპნით ხელების ხშირი დაბანა და გალიების პერიოდული დეზინფექცია მიიჩნევა. 245 შეფასება არ არის
|