შოუბიზნესი ნუკა კვალიაშვილი ბრუნდება! რას გვპირდება მომღერალი? 2014, 3 ნოემბერი, 22:18 მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. საქართველომ გოგონა არა როგორც ცნობილი დედის შვილი, არამედ როგორც ძლიერი ვოკალისტი გაიცნო. ნუკა "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტი გახლდათ. მომღერალმა პროექტში მონაწილეობისას შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. პატარა ლუკა უკვე წამოიზარდა და ძალიან საყვარელი ბავშვიც გახლავთ. მომღერალს ამ ხნის მანძილზე შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, ახლა კი მას პროექტ "ერთი ერთში" ვიხილავთ.
"ჩემო ყველაზე, ყველაზე კარგებო, გულშემატკივრებო ან უბრალოდ მსმენელებო! დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ამდენი ხნის განმავლობაში იყავით ჩემს გვერზე! იდექით ჩემს გვერზე, როგორც ძალიან დიდი არმია! თითოეული თქვენი პოზიტიური სიტყვა ჩემთვის არის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი! შედარებას გავაკეთებ, როგორც ავტომანქანას ბენზინი ჭირდება იაროს ეგრე ვარ მეც. როგორც ტელევიზორის დისტანციონს ელემენტები, როგორც ბუნებას მზის სხივები და ა.შ... ერთი სიტყვით თქვენ ხართ ჩემი ენერგია რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით და კიდევ ერთხელ მივცემ თავს უფლებას რომ დიდი თხოვნით მოგმართოთ! იდექით კიდევ ერთხელ ჩემს გვერდზე და გპირდებით 100000 ჯერ უკეთეს ნუკას ვიდრე ვიყავი!!!!! გპირდებით მეტ და მეტ არტისტულობას ბევრად მაგარ ხმას, ხმის ტრანსფორმაციას ისეთს რომ ვერ წარმოიდგენთ ჯერ ჯერობით და უფრო და უფრო დახვეწილ ნუკას! მე ყოველთვის ვიმღერებ თქვენთვის და ვისაც ჩემი სმენა სიამოვნებს იმათ გპირდებით ვერცერთი დაბრკოლება და ვერცერთი გაბოროტებული ადამიანი მე ვერ შემაჩერებს და ეს იმიტომ რომ ჩემ ხალხს ჩემი სჯერა და უფლება არამაქვს გაჩერების!!!!!!! ვინც ელემენტარულად მიცნობს იცის, რომ არავარ არც პირფერი ადამიანი და + მე და ტყუილი საშინელი მტრები ვართ! მიყვარხართ გულით და სულით და ეს არაერთხელ მითქვამს! თქვენი იმედი მაქვს"-წერს ნუკა სოციალურ ქსელში.
ვუსურვოთ ნუკას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...
183 2-ს მოსწონს
|