x
image
worldsport.ge
კევინ სტროტმანს “მანჩესტერში” თამაში უნდა

imagegoal.com-ის ინფორმაციით, კევინ სტროტმანმა “რომას” ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდვა სთხოვა.
მას შემდეგ, რაც ლუის ვან გაალმა არტურო ვიდალის ყიდვა ვერ შეძლო, სწორედ სტროტმანის ვარიანტზე გადაერთო და შესაბამისად, ჰოლანდიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “წითელი ეშმაკები” ისედაც იჩენდნენ.
სტროტმანის საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს აღწევს. 2013 წელს კი იგი იტალიის დედაქალაქში “პსვ ეინდჰოვენიდან” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამჟამად სტროტმანი ტრავმირებულია.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0