რელიგია მამა თეოდორე:კაზინოში და ტოტალიზატორში მოთამაშე ადამიანებზე 2014, 1 ნოემბერი, 0:54 მამა თეოდორე:მე ვთვლი რომ სულელია ის ადამიანი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომელიც კაზინოში და ტოტალიზატორში თამაშობს, სულელია იმიტომ რომ თავის პირად და ოჯახის ქონებას, ცოლ -შვილის ლუკმა-პურს ვიღაცას აძლევს, ეს ვიღაცა ჯიბეში იდებს, რათქმაუნდა კაზინოს მეპატრონე რომ სულმიყიდულია(თუ შეინანია ღმერთმა ქნას) მაგრამ თუ არა სხვას ვერ დავარქმევ, კაზინოს მეპატრონე არის პირდაპირ სატანის მსახური, ღმერთმა ყველა კაზინოს მსახურს სინანული მისცეს იმიტომ რომ იქ იმდენი ადამიანი იკლავს თავს, იმდენი ოჯახი უბედურდება და ყველა იმათი ფულიც.ის ჭკვიანია, ამქვეყნიური გაგებით, ამქვეყნიური გაგებით მაინცაა ჭკვიანი, სანამ აქ არი გამძღარია მაგრამ ვინც თამაშობს ის ამქვეყნიური გაგებითაც სულელია იმიტომ რომ იმ აზარტულ გართობაში, წუთიერ სიამოვნებაში იხდის ფულს. 525 3-ს მოსწონს 1-ს არა
|