შოუბიზნესი ყველაზე სექსუალური მოდელების ცხელი ათეული 2014, 31 ოქტომბერი, 20:14 რაღა თქმა უნდა ყველა ადამიანი არის ინდივიდი და სილამაზეც მეტ-ნაკლბად აქვს ყველას ინდივიდუალური. აქედან გამომდინარე კი, მაინც ხდება სილამაზის განსაზღვრა რაღაც გარკვეული პარამეტრების მიხედვით, რომელიც რა თქმა უნდა ფიზიკურ კრიტერიუმებს მოიაზრებს. ქალები, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ არიან ძალიან ლამაზები, შედარებით ადვილად ექცევიან საზოგადოების გულში, მაშასადამე აქვთ პერსპექტივა სამსახურში, ადვილად იკიდებენ ფეხს სამოდელო თუ სარეკლამო სააგენტოებში და ა.შ. ძალიან რომ აღარ დავკონკრეტდე. ისიც ცხადია, რომ სხვადასხვა ჟურნალის თუ სააგენტოების წარმომადგენლები შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, სტატუსის განსაზღვრით ახდენს გრადაციასა და დაკომპლექტებას. ხოდა, სწორედ დღეს მინდა შემოგთავაზოთ სტატია, სადაც ერთ-ერთმა უცხოურმა მედიამ საკუთარი საიტის რეიტინგის მიხედვით ჩამოაყალიბა აზრი, თუ ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე სექსუალური და ლამაზი მოდელები.
მაშ, აღარ შეგაწყენთ ჩემებური შესავლებით, გთავაზობთ სექსუალური გოგონების ცხელ ათეულს, დაიკოეთ ვნებები და დატკბით არაჩვეულებრივი ფოტოკრებულით. 1. Candice Swanepoel. Candice Swanepoel-მა მოიპოვა დიდი პოპულარობა მას შემდეგ, რაც გახდა Victoria Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი. მისმა არაჩვეულებრივმა სახემ და სხეულმა ფართო აუდიტორიისა და დიზაინერთა გულები დაიპყრო. იგი დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ აფრიკის პროვინციაში Natal. პოდიუმზე მსოფლიომ იგი პირველად 15 წლის ასაკში იხილა და მას შემდეგაც არ დაუკარგავს მის მიმართ სიყვარული და სიმპატია. ქენდისი რეკლამას უწევს ისეთი ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Tommy Hilfiger-ი, Michael Kors-ა, Oscar affairs-ი, Renta და სხვა. 2. Carolyn Murphy. Carolyn Murphy ჭეშმარიტი სილამაზის განსახიერებაა. ულამაზესი მოდელი დაიბადა ა.შ.შ-ში და გაიზარდა ფლორიდაში, კერძოდ პანამის ქუჩებში. ადრეული ასაკიდან დაინტერესდა მოდელების სამყაროთი, ამიტომ დედამ არ დააყოვნა და შეიყვანა სამოდელო სკოლაში, სწორედ იქ, პირველად, 16 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა პირველ ჩვენებაში. მასზე გიჟდებოდა მთელი იაპონია და პარიზი. 1998 წელს იგი Vogue-ს აღიარება იყო, თანამშრომლობს ასევე მსხვილ ბრენდებთან -Calvin Klein, Estee Lauder, Versace და Tiffany & Co. 3. Lara Stone. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელი მოდელია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ჰოლანდიის ქალაქ Merlo-ში. იგი Forbes-ის სახე და ფავორიტია, 2006 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტზე სამოდელო თანამშრომლობისთვის IMG Models-თან, სადაც საუკეთესო მოდელობის პრემიაც გადაეცა, მალე კი იგი დაიპყრეს პოდიუმზე for Givenchy და Calvin Klein-მა, ყველაზე დიდი მიღწევები კი Vogue Paris-თან მუშაობის შემდგომ ჰქონდა. 4. Constance Jablonski. Constance Jablonski სიყრმიდანვე ოცნებობდა გამხდარიყო წარმატებული ჩოგბურთელი, თუმცა საფრანგეთში დაბადებულ და გაზრდილ გოგონას 2006 წელს ფრანგული Elite Model Look-ის შეთავაზებამა და თანამშრომლობამ, შეუცვალა შეხედულება კარიერის მიმართ. მას შემდეგ იგი გახდა ერთ-ერთი უკეთესი მოდელი და მსოფლიომ გაიცნო. 5. Дарья Строкоус. უნიჭიერესი მოდელი Дарья Строкоус-ი, რომლის ნიჭი მხოლოდ მოდელობით არ შემოიფარგლება და პარალელურად არის ფოტოგრაფი და მსახიობი, დაიბადა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში. თუმცა მისი ოჯახი ადრევე გადასახლდა აფრიკაში, ბენინში და სწორედ იქ გაიზარდა და მიიღო განათლება. 6. Sigrid Agren. Sigrid Agren-ი დაიბადა მარტინიკაში, საფრანგეთი. სამოდელო კარიერას საკმაოდ ადრეულ ასაკში ჩაუყარა საფუძველი, ფრანგულმა სამოდელო სააგენტომ Elite Model Look-მა იგი 13 წლის ასაკში მიიღო, თუმცა სიგრიდმა მალე დაანება პროფესიას თავი და უმაღლესი განათლების მისაღებად გაემართა, ამ ყოველივეს შემდგომ კი, 2008 წელს კვლავ გამოჩნდა სამოდელო ასპარეზზე. ამჟამად მუშაობს ცნობილ ბრენდებთან Calvin Klein, Ralph Lauren, Donna Karan და Yves Saint Laurent-ი. 7. Miranda Kerr. უმშვენიერესი მირანდა დაიბადა და გაიზარდა ავსტრალიაში ფერმერის ოჯახში, ბუნებრივია ცხოვრობდა როგორც ფერმერის ოჯახის წევრი, ჯირითობდა ცხენზე, თუმცა დახვეწილი მანერები, რაც მეტ ხიბლს აძლევს სილამაზეს და ასევე ხელს უწყობს მის კარიერას, ზებუნებრივად შეისწავლა. 2007 წლის შემდეგ, როდესაც მან პირველად მიიღო მონაწილეობა Victoria Secret- ის მოდების ჩვენებაზე, აღარ ჩამოსულა პოდიუმიდან და იგი მსოფლიომ შეიყვარა. ასევე ძალიან ბევრი ბრენდული ფირმის პარტნიორი მოდელია. 8. Doutzen Kroes. უმშვენიერესი დოუცენი ყოველთვის ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი მოციგურავე, თუმცა ცხოვრებამ სულ სხვა დინებით წაიყვანა როგორც ხედავთ და შეიძლება ითქვას შესაფერის ნაპირზე გამორიყა, ის ხომ ერთ-ერთი უმშვენიერესია მოდელებს შორის. დაიბადა ჰოლანდიაში, პირველად Paparazzi Model Management-ის მოდელი იყო ნიუ-იორკში, მუშაობს Victoria Secret-თან და ასევე თანამშრომლობს ბრენდებთან Versace, Valentino, Gucci და ამშვენებს უამრავი რეიტინგული ჟურნალების გარეკანს. 9. Kate Moss. Kate Moss-ი დაიბადა და გაიზარდა ლონდონში, ინგლისი. ადრეული ასაკიდანვე მოიკიდა ფეხი სამოდელო სამყაროში. 14 წლის იყო, როდესაც აღმოაჩინეს და პირველი შეთავაზებაც სწორედ მაშინ მიიღო. მას შემდეგ ერთ-ერთი უპირველესია მოდელებს შორის პარამეტრებით, ნიჭითა და სილამაზით. 10. Gisele Bundchen. კონკურენტი ბრაზილიაც კი Rio Grande do Sul-ი აღიარებს მას როგორც ერთ-ერთ საუკეთესოს საუკეთესოთა შორის. 1990 წლიდან გახდა ჟიზელი ცნობილი, მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიის პირველ ადგილზე, მსოფლიოს ფავორიტია და ასევე ახერხებს ფილმებში გადაღებას და არის პროდიუსერი. 195 15-ს მოსწონს
|