x
image
ახალი თაობა
მამა თეოდორე:ეკლესიაში ფასიან ჯვრისწერებზე
image





















მამა თეოდორე:არასწორია მიდგომა, ეკლესიაში ფასიანი არაფერი არ არის, შეიძლება ვთქვათ, ვიღაცა მღვდელი აწესებს ფასს, აქ არის ორი უკიდრურესობა:


1.როდესაც მღვდელი აწესებს თანხას(ამდენი ჭირდება ამას, ამდენი იმას)რათქამუნდა ეს არღვევს იმიტომ რომ უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემდით.როგორ შეიძლება მადლის გაყიდვა ანუ როცა მღვდელი ამას თანხას უწესებს(ნებისმიერ ღვთისმსახურებას)ის რათქმაუნდა არასწორად იქცევა.


2.პავლე მოციქული ამბობს:ჩვენ გაძლევთ სულიერს და რა დიდი ამბავია თქვენგან ხორციელი მივიღოთ.ანუ ანგარება არსებობს ორმხრივი, როდესაც მღვდელი ანგარებით უყურებს ადამიანს რომ აბა რას მომცემს და ასევე როცა ერისკაცი მიდის, როგორ გამოვიყენო ეს მღვდელი რომ სინდისი დავიმშვიდო და ცოცხალმკვდარი მივაგდო, ნახევრად მშიერი და ეკლესიაც ასე გაუბედურებული.



ანუ ორივე მიდგომა არასწორია, ამიტომ ეს სიტყვა ეკლესია ფასს აწესებს აზრობროვად არასწორია და ეკლესია ფასს არ აწესებს, ამას აწესებს ვიღაცა მღვდელი რომელიც ცოდავს.1 ლარიც კი არ შეიძლება დააწესო, შეიძლება ადამიანმა თავისი ნებით 1000 ლარი შეწიროს, შეიძლება ადამიანმა არაფერი არ შეწიროს, ეს მის პირად სინდისზე და პასუხისმგებლობაზეა და შესაძლებლობაზე.


დავუშვათ ადამიანი ამბობს:მე მორწმუნე ვარ, აღმსრულებელი, მაზიარებელი და მეორე წამს გააბოლებს სიგარეტს, სხვების თვალწინ, მერე ვიღაცა კითხულობს:ესეიგი ეკლესია უშვებს რომ მაზიარებელი ადამიანი ეწეოდეს? მამა თეოდორე:არ უშვებს ეკლესია, ის ეწევა, ის ადამიანი ცოდავს, არ უშვებს ეკლესია.

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0