x
image
ახალი თაობა
შესაძლო საუბარი იესო ქრისტესა და მამა გაბრიელს შორის

image




















უფალმა დაიბარა თავისთან მამა გაბრიელი და უთხრა:გაბრიელ, ჩემო საყვარელო მეგობარო, დღეს შენი დაბადების დღეა, მთხოვე, რა გინდა?


მამა გაბრიელი:წყალობა ჩემი სამშობლოსათვის, უფალო, ჩემი საქართველოს გაბრწყინება-ესაა ჩემი ოცნება.


უფალი მოიღუშა და ოდნავ გაბრაზებული ხმით მიმართა:განა ამდენი საუკუნის მანძილზე ცოტა ვითმინე?რამდენი მუხანათობა და ღალატი, რამდენი ძმათა მკვლელი, ომი ვაპატიე.ან დღეს რა ცოდვის მორევშია ქვეყანა?თუ დღეს ერი კიდევ არსებობს, ეს ქართველების დამსახურება ხომ არ გგონია?ღვთისმშობელს უმადლოდეთ.


მამა გაბრიელი:შენ ხარ ღმერთი მიტევებისა, მოწყალებისა და სიყვარულისა.


იესო ქრისტე:დღეს ბოლო ჟამია.ქართველებმა ეს კარგად იციან და რა, რას აკეთებ თავის გადასარჩენად?ათასი ნიშანი გავუგზავნე:წყალდიდობები, მეწყერი, მიწისძვრები, გველები და კალიებიც კი შევუსიე, მაგრამ მაინც ვერ მოვიყვანე გონზე.


მამა გაბრიელი:მართალი ხარ უფალო, მაგრამ შენი ერთგულებიც ხომ არიან?ნახე, ჩემს საფლავზე რამდენი ხალხი დადის.


უფალს გაეცინა-აი, გაბრიელ, შენ ხან საავადმყოფოებში დადიხარ, ხან მიცვალებულებთან ზიხარ და მათი სულების გადარჩენას მთხოვ, ხანაც დავრდომილებს ეხმარები, მითხარი, რამდენი ადამიანი დადის შენს საფლავზე ვინც წყალობასა და შეწენვას არ გთხოვს, ვინც მხოლოდ შენი სიყვარულის გამო დადის?


მამა გაბრიელმა მორცხვად დახარა თავი:ცოტა, უფალო, ძალიან ცოტა.შემდეგ თვალი თვალში გაუსწორა იესოს და უთხრა:მომიტევე უფალო კადნიერება, მაგრამ შენთანაც ხომ წყალობისა და შეწენვის სათხოვნელად დადიან ადამიანები?


უფალმა გულიანად გაიცინა და თქვა:მართალი ხარ, გაბრიელ, მართალი და სუფთა.იმიტომაც მიყვარხარ ასე ძალიან.მოდი ჩაგიკრა გულში, ჩემო ერთგულო.მივცემ მე ქართველებს კიდევ ცოტაოდენ დროს, წყალობასაც გამოვიღებ და ბოროტისგანაც გამოვიხსნი.ოღონდ ერთი პირობით-ამპარტავნებას და ქედმაღლობას თავი დაანებონ და იცოდნენ, ვის უნდა უმადლოდენ სამშობლოს გადარჩენას.თავის სულიერ წინამძღოლს უსმინონ და იარონ ჩემსკენ, ნუ მაკრავენ ჯვარზე წამდაუწუმ და მზად იყონ, ოდეს მოვალ დიდებითა ჩემითა.


მამა გაბრიელი:დიდი მადლობა უფალო.დიდება შენდა, უფალო იესო.



5
1587
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
1587
  
2014, 26 ნოემბერი, 22:44
ეს ხო ვიღაც გამოსირებულის მოგონილია არაა ამაში ორი აზრი..
2014, 2 ნოემბერი, 11:27
ვინც მოიფიქრა იმ პიროვნებაზე ვამბობ,
2014, 30 ოქტომბერი, 22:51
ვერ მივხვდი რას გულისხმობთ,მე ხომ არ მომიფიქრებია
2014, 30 ოქტომბერი, 19:33
ცოტა ზედმეტი ხომარ მოუვიდა ამის ავტორს ?? რას გავს ეს ? კადნიერებაც და ფარისევლობაც მას ქვია
0 1 5