x
image
ახალი თაობა
ღარიბაშვილი სოხუმს და ცხინვალს საქართველოს ფარგლებში ავტონომიას სთავაზობს

image

ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენ მართლაც გვსურს რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ საქართვლოში, მე მინდა მათ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მათ მომავალ თაობაზე, როგორ ხედავენ ისინი პერსპექტივას, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა.ძალიან რთულია როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ.დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, არ მოხდება ეს მეგობრებო, არასოდეს არ მოხდება, ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა რომელსაც ჩვენ, არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არასოდეს არ შევეგუებით, იმიტომ რომ საქმე ეხება ჩვენს ძირძველ მიწაწყალს რომელიც ჩვენმა წინაპრება საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე.თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე.ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერსპექტივა მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვითარება თქვენს გარეშე, ასე რომ კიდევ ერთხელ მე მინდა მოგიწოდოთ ყველას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთ და დაფიქრდით რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია, თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს რომ გქონდეთ ავტონომია მაგრამ ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად, ეს არი ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება.


ავტონომია-ამ ცნების ზუსტი მნიშვნელობა თვითმმართველობაა. თვით ცნება ასოცირდება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეასთან. ტრადიციული საერთაშორისო თეორიით ყოველი სახელმწიფო ავტონომიურად ითვლება, ანუ არ ემორჩილება რომელიმე გარეშე ხელისუფლებას. თანამედროვე პირობებში ამ კონცეფციას შედარებითი ხასიათი აქვს და განიხილება როგორც დამოუკიდებლობის შედარებითი და არა აბსოლუტური ხარისხი, ვინაიდან სახელმწიფოები დღეს გარკვეულწილად ურთიერთდაკავშირებულნი არიან.ცნება უკვე აღარ ცვლის სუვერენიტეტის ცნებას. სუვერენიტეტის იდეა ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფოებზე, რომელიც არ არის რომელიმე სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0