ჭიდაობა რამაზ ნოზაძე: “რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება” 2014, 15 ოქტომბერი, 13:10 მსოფლიოს ჩემპიონმა რამაზ ნოზაძემ kvira.ge-ის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. ნოზაძემ ისაუბრა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სამეთვალყურეო საბჭო დადებს დასკვნას, რომელსაც პრეზიდიუმს წარუდგენს. პრეზიდიუმის გადასაწყვეტი იქნება, დანიშნავს თუ არა ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს. ნოზაძე ასევე გამოეხმარუა მსოფლიო ჭიდაობის მართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნენად ლალოვიჩის კომენტარს, სადაც მსოფლიო ჭიდაობის თავკაცმა ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის ლუკა კურტანიძე შეაქო. ლაშა ქოიავა 5 შეფასება არ არის
|