x
image
ახალი თაობა
5 სამედიცინო მითი და რეალობა
image

1.მითი:ალკოჰოლი უებარი წამალია გაციებისას


რეალობა:ალკოჰოლის მიღების შემდეგ პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლი მიედინება დიდი რაოდენობით პერიფერიისკენ, ამიტომ ეს სისხლი თბილია და ჩნდება იმის შეგრჩნება თითქოს ჩვენ გავთბით.ამიტომ ეს შეგრჩნება მაშინ როდესაც ჩვენ გაციებული ვართ, გვამცივნებს, მოტყუებით იძლევა ამ ეფექტს, თითქოს ჩვენ ვთბებით.სინამდვილეში კი არ ვთბებით სითბოს უფრო მეტი რაოდენობით გავცემთ.


2.მითი:ქალები რომლებსაც სილიკონის იმპლანტები აქვთ წყალზე ტივტივებენ და არ იძირებიან.



რეალობა:სილიკონის სიმკვრივე დაახლოებით ისეთივეა რაც ორგანიზმის საშუალო სიმკვრივე.ანუ იმპლანტების მქონე ადამიანები ჩვეულებრივად ცურავენ წყალში.


3.მითი:ბაყაყი აჩენს მეჭეჭებს


რეალობა:ბაყაყზე შეხება არ აჩენს მეჭეჭს, სინამდვილეში ამის მიზეზი ვირუსებია.ეს გახლავთ პაპილომა ვირუსი რომელიც ადამიანს გადაეცემა შეხებით, ოღონდ ბაყაყზე შეხებით არა რათქმაუნდა.ის გადაეცემა ადამიანს სამი გზით:


1.დაავადებულის კანთან შეხება(მაგრამ შეიძლება რიგ შემთხვევებში არ გადაედოს)

2.სქესობრივი კავშირი.

3.მშობიარობა(იშვიათი შემთხვევაა მაგრამ ხდება)როდესაც მშობიარობისას დასნევოვნებული დედა თავის შვილს გადასცემს პაპილომა ვირუსს.


4.მითი:თვალს თუ დავიელამებთ, სამუდამოდ ელამები ვიქნებით


რეალობა:თვალის დაელამების შედეგად, სიელმე არ ვითარდება, შეიძლება განვიხილოთ პარალიზური სიელმე რომელიც შეიძლება მოხდეს თავში ბლაგვი საგნის ან მძიმე ტრავმის შედეგად.


5.მითი:თითების ტკაცუნი აჩენს ართრიტს ე.წ სახსრების ანთება.


რეალობა:სახსრებს შორის წარმოიქმნება ჰაერი, ჰაერის ბუშტუკების გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ხმა, გატკაცუნების შემდეგ 15 წუთი ადამიანს აღარ შეუძლია გააკეთოს იგივე(იგივე ხმიანობა გამოიწვიოს)რადგან ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნას ზუსტად ეს დრო სჭირდება, თითების გატკაცუნებამ არანაერად არ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ანთება ან მარილების დაგროვება, ერთადერთი შეიძლება ხშირმა ტკაცუნმა უბრალოდ თითების სისუსტე გამოიწვიოს სახსრებში

1
282
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
282
  
2014, 15 ოქტომბერი, 18:08
საშინელებაა, ყოველთვის მიკვირს თითებს როგორ იტკაცუნებენ, ერთხელ მეგობარმა სცადა ჩემს თითებზე და ისე მეტკინა ერთ კვირა ხმას აღარ ვცემდი:)
0 1 1