x
image
worldsport.ge
როი კინი ნაკრების ინტერესს კლუბისაზე წინ აყენებს

image“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი როი კინი, რომელიც ამჟამად ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში და ბირმინგემის “ასტონ ვილაში” მთავარი მწვრთნელების ასისტენტია, მზადაა თუ ნაკრებს დასჭირდება კლუბში მუშაობაზე უარი თქვას.
“თუ ვიგრძნობ, რომ ირლანდიის ნაკრებში მუშაობაზე მთლიანად კონცენტრირებული ვერ ვიქნები, მაშინ, “ასტონ ვილადან” წავალ. ამის შესახებ პოლ ლამბერტსა და მარტინ ონილს უკვე ვესაუბრე. ამჟამად ყველაფერი კარგადაა. თუმცა, ირლანდია თუ 3-4 თამაშს წააგებს, “ასტონ ვილას” დავტოვებ” – იუწყება კინის სიტყვებს Sky Sports-ი.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0