ქალი და მამაკაცი სწრაფი სექსი - სტრესების საწინააღმდეგო საშუალება 2014, 13 ოქტომბერი, 21:18 როცა ლამაზ სიყვარულზე ვოცნებობთ, ხშირად წარმოგვიდგენია რომანტიკული სიტუაცია, აბრეშუმის თეთრეული, ყვავილები და ხანგრძლივი ალერსი. მაგრამ ყველაფერი სწრაფად და ყვავილების გარეშე რომ მოხდეს?
მოულოდნელი, სარისკო და სასიამოვნო (სპონტანური სიყვარული) სექსუალური ურთიერთობების გამძაფრებისა და თვისობრივად მაღალ დონეზე აყვანისადმი მიძღვნილ სხვადასხვა სახელმძღვანელოში ხშირად ვკითხულობთ პრელუდიის მნიშვნელობაზე, ქალისთვის თითქოსდა მნიშვნელოვან ხანგრძლივ წინასწარ ალერსზე. მაგრამ ამასობაში ყოვლისმცოდნე სტატისტიკა და ცხოვრებისეული გამოცდილება სულ საპირისპიროს მოწმობს. ქალთა უმრავლესობა თავის ყველაზე მძაფრ და ამაღელვებელ სექსუალურ განცდას სწრაფ და მოულოდნელ კავშირს ასახელებს, რომელიც ხშირად შეუფერებელ დროს და ასეთივე ადგილზე მომხდარა. გამოდის, რომ პრელუდიის და ჩვეული სალოგინე ანტურაჟის გარეშე ინტიმურმა კავშირმა შეიძლება არათუ ნაკლები, არამედ უფრო ძლიერი სიამოვნებაც მოგვიტანოს. პრელუდია – ეს ტორტის ნაჭერზე დადებულ ალუბალს ჰგავს. ალუბლის გარეშე შეგვიძლია კულინარული შედევრის შეფასება, ტორტის გარეშე კი – არა. „ტრფიალება წრეგადასული” მაგრამ რატომ შეიძლება სწრაფი და მოულოდნელი სექსი უფრო ამაღელვებელი იყოს, ვიდრე საგულდაგულოდ დაგეგმილი სიყვარულის ღამე? წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: ქალბატონი თავის თანამგზავრ მამაკაცთან ერთად კინოში, კლუბში ან რესტორანში გაეშურა. და უცებ, როგორც სასიყვარულო რომანებში წერენ, „ორივე თავიდან ბოლომდე მღელვარე ტალღებმა მოიცვა, მათი გულები და სხეულები ერთი და იგივე ნაპერწკალმა აათრთოლა”. ნუთუ უარი უნდა თქვან ნეტარებაზე? ცხადია, არა უბრალოდ მყუდრო ადგილი უნდა მოძებნონ. საკითხავი ისაა, რა შეიძლება მყუდრო და შესაფერის ადგილად ჩაითვალოს. სადღა არ მისცემიან ჟინმორეული საყვარლები ვნებას: ლიფტის კაბინაში, სამუშაო მაგიდაზე რესტორნის ქალთა საპირფარეშოში, სადარბაზოს კიბეებზე, ავტომანქანაში, პლაჟის გამოსაცვლელ კაბინაში. საკმარისია გავიხსენოთ უკვე კლასიკად ქცეული ფილმის „9 ნახევარი კვირის” სცენა, სადაც ვნება მოზღვავებული გმირები ნესტიან სარდაფში გამდინარე წყლებს შორის ეძლევიან სიყვარულს. ზოგჯერ მსგავსი ექსპერიმენტები აღშფოთებული მოქალაქეების ჩარევით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ გულისსწორებისთვის ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, პირიქით, მოგონებების ზედმეტი საბაბი უჩნდებათ, როგორ მხიარულად და თავდავიწყებით გაატარეს დრო. გახსოვთ, ალბათ ოდესღაც პოპულარული და რიმეიქული სიმღერის ფრაზა: „ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად, ჩვენ ტრფიალება წრეგადასული. იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ჩვენს სიყვარულზე ვესაუბრები”. სწორედ ამაშია სპონტანური სექსის მიმზიდველობა და სიმშვენიერე მის უჩვეულობაში ექსტრაორდინარულობაში, რომელიც ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. აკრძალულია, მაგრამ სასიამოვნო სწრაფი სექსი ზოგიერთ ადამიანებს იმდენად ძლიერ იზიდავს, რომ ხშირად მზად არიან წუთიერი სიამოვნების გულისთვის საკუთარი რეპუტაციით გარისკონ. სავარაუდოდ, აქ საქმე იმაშია, რომ მსგავს ინტიმურ კავშირში ყოველთვის არსებობს მანკიერების მეტ-ნაკლებობა, რაზეც საკუთარ თავთან გამოტყდომიის გარეშე ასე თუ ისე თითქმის ყველა ქალი ფიქრობს. ისინი ამას ხომ იქ სჩადიან, სადაც არ შეიძლება. აკრძალული ხილი კი, მოგეხსენებათ, უფრო გემრიელია. ვნების მოულოდნელი ამოხეთქვა, რომელიც გონებრივ საზღვრებს სცილდება, მრავალი ადამიანის წარმოდგენებში სწორედ ეს განასხვავებს ჭეშმარიტ სიყვარულს ყალბი გრძნობებისგან. საფრთხის სიახლოვის შეგრძნება და ქვეცნობიერი შიში აძლიერებს ტკბობას. ამ შემთხვევაში, სიამოვნების მისაღებად მოდუნებისკენ მოწოდება არც ისე საუკეთესო რჩევაა, რადგან სინამდვილეში ემოციური აგზნება მრავალგზის აძლიერებს სექსუალურ პოტენციალს. სექსში დრო არანაირ როლს აღარ თამაშობს. ნებისმიერმა მეტნაკლებად მცოდნე სექსოლოგმა იცის, რომ ქალს ნამდვილი ორგაზმის განცდა რამდენიმე წუთში შეუძლია. მრავალი იტყვის ალერსის სისწრაფე სინაზეს მოსპობსო. მაგრამ ისიც ხომ კარგად არის ცნობილი, რომ ხშირად ქალებს თუნდაც გაუცნობიერებლად ამა თუ იმ დონეზე უხეში სექსის მისწრაფება უჩნდებათ. რატომ უნდა ვთქვათ უარი იმაზე, რაც ასე ძლიერ გვსურს? სწრაფი სექსი - სტრესების საწინააღმდეგო საშუალება სწრაფი და სპონტანური სექსის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ მათი ე.წ. თავშექცევა ნებისმიერი სტრესების და ქრობადი ურთიერთობების რუტინის მომხსნელია. თუ წინდების ფერიდან დაწყებული და საყვარელი პოზით დამთავრებული პარტნიორის შესახებ ყველაფერი იცით, მაშინ შესაძლებელია იგი მალე მოსაბეზრებელიც გახდეს. გამორიცხული არაა, ისიც იგივეს ფიქრობდეს თქვენზე. ასეთ პერსპექტივებზე დანაღვლიანებას არ სჯობს რაღაცნაირად გამოაცოცხლოთ თქვენი ურთიერთობები? მაგალითად, იგი პირდაპირ მანქანაში ან სამზარეულოში ვახშმობის ჟამს შეაცდინოთ. ამასთან, სულ არ არის აუცილებელი სწრაფი სექსი სპორტის ექსტრემალურ სახეობად გადააქციოთ. თუ მანქანაში გადაწყვეტთ, ნუ მოინდომებთ მაინცდამაინც მაღალი სისწრაფით მოძრავ მანქანაში ან ოფისში პირდაპირ მისი შეფის კაბინეტთან. ნუ დაივიწყებთ, რომ მხოლოდ ერთმანეთის გულების უფრო ძლიერ აძგერება და არა ინფარქტამდე მიყვანა გსურთ. ინფორმაცია განსჯისათვის - მოულოდნელი სიხარული ასეთი კავშირების უცილობელ პლიუსებად შეიძლება ჩაითვალოს გამოცოცხლების, უკვე „მოძველებული” გრძნობების განახლების, ყოველდღიური რუტინისა და სტრესებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა. გარდა ამისა, გრძნობების მგზნებარე და სწრაფი გამოვლენა მუდამ სპონტანურად ხდება, შესაბამისად, ქალს შეუძლია იმაზეც აღარ ინერვიულოს, ამ მომენტში მისი პარტნიორის თვალში რანაირად გამოიყურება. ტიპიური ქალური შიშები სადღაც იკარგება, რადგან გადამწყვეტ მომენტში მამაკაცს ყველაზე ნაკლებად აღელვებს ქალის თეთრეულის ფასონი ან დავუშვათ, თეძოებზე კანის შეხორკვლა. „უცებ” არ ნიშნავს განურჩევლად სწრაფი სიყვარულის მინუსებად შეიძლება მივიჩნიოთ მოუფრთხილებლობა და ადგილის დროის ან პარტნიორის შერჩევის საკითხში განურჩევლობა. ამ ასპექტში ერთგვარი წინდახედულება ყველასათვის სასარგებლო იქნება. ცხადია, არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ სპონტანური სექსი შემთხვევით პარტნიორთან „თათარიახნად” კავშირს გულისხმობს. ექსტრაორდინარული ელემენტების მქონე ინტიმური კავშირის მთავარი ამოცანაც ის გახლავთ, რომ მრავალფეროვნება და ერთგვარი სიახლის მუხტი შეიტანოს მუდმივ პარტნიორებს შორის ურთიერთობებში. იმ ადამიანებში, რომლებიც მთლიანად ენდობიან ერთმანეთს და ექსპერიმენტებზე წასვლაც თამამად შეუძლიათ. საინტერესო ფაქტები (მავნე ჩვევები) ჩვენ, ქალებს გაგვაჩნია ჩვენი პატარ-პატარა, მაგრამ ეფექტური საიდუმლოებები, რომელთა წყალობით ვახერხებთ მამაკაცთა „დაბმას”. მაგრამ სამწუხაროდ, სასიყვარულო კავშირების დამანგრეველი ჩვევებიც უხვად გვაქვს მომადლებული. გაუთავებელი დაკითხვა ძალიან მრავალი მამაკაცი ჩივის ცოლების ან საყვარლების გაუთავებელ ლაპარაკზე. ეს რომ უმანკო ყბედობა იყოს, კიდევ ასატანია. მაგრამ უფრო ხშირად ეს დაკითხვებისკენ სწრაფვაა. „როგორ ხარ”? „რატომ არაფერს ამბობ”? „ჩემზე ხარ ნაწყენი”? მამაკაცს დუმილის აუარება მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: დაღლილია, ტელეგადაცემამ გაიტაცა. არადა მან მართლაც ხომ შეიძლება გადაიყვაროს ქალი, რომელიც პატივს არ სცემს მისი სუვერენიტეტის უფლებას. შორს მიმავალი გეგმები ქალის გეგმების დაწყობის სურვილს ჯერჯერობით წინ ვერაფერი ეღობება. ეს გასაგებია. ქალს ბუნებრივად ოჯახური კერის მფარველის როლი აკისრია და ამის სპონტანურად შექმნა შეუძლებელია. ესეც რომ არა, მრავალი ქალი უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს, როცა სამომავლო პერსპექტივებს უფრო მკაფიოდ ხედავს: ერთ თვეში რესტორანში დავსხდებით, ექვს თვეში ზღვაზე დასასვენებლად წავალთ, ერთ წელიწადში მანქანას ვიყიდით და ა.შ. მამაკაცებს კი უჭირთ ორგანიზებული ცხოვრების შემადგენელ ნაწილად თავის შეგრძნება. გეგმების მანიაკურად მოყვარული ქალის ხელში მოხვედრის შემდეგ ისინი სასიყვარულო ენთუზიაზმს ჰკარგავენ და თავს გაქცევით შველიან. სატელეფონო პრესინგი ქალის სურვილი რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს მიჯნურთან ზოგჯერ პათოლოგიურ ფორმებს იძენს. იგი საათში ერთხელ ურეკავს თავის მამაკაცს სახლში, სამსახურში, მობილურ ტელეფონზე. „როგორ გეძინა”? „არ მოგენატრე?” „ახლა რას აკეთებ?” ეს კითხვები დღეში რამდენჯერმე რომ გაიმეოროთ, არც ერთი ნორმალური მამაკაცი ვერ გაუძლებს ასეთ „ტვინის ჭყლეტვას” და მისი გაღიზიანებაც საფუძვლიანი გახდება. 499 3-ს მოსწონს
|