x
image
worldsport.ge
ხელებდაზღვეული ნოიერი

imageამერიკასა და ევროპაში სადაზღვეო სისტემა ისე კოხტად და მშვენივრადაა განვითარებული, რომ ათწლეულებია, ცნობილი ადამიანები საკუთარი სხეულის ორგანოებს სპეციალურად იზღვევენ. საუბარია იმ ორგანოებზე, რომლებითაც ეს უკანასკნელნი გახდნენ ცნობილნი და პურსაც ამით სჭამენ.
მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ცნობილმა მომღერალმა, მსახიობმა და გავამოთამაშემ – ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი უკანალი მილიონ დოლარად დააზღვია და ამით ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ უკანალსა და მის მდგრადობას.
სხვებს არ ჩამორჩა მიუნჰენის “ბაიერნისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, რომელმაც 3 მილიონ ევროდ საკუთარი ხელები დააზღვია და დღეის შემდეგ, ნოიერის ხელები სადაზღვევო კომპანიის ყურადღების ქვეშაა მოქცეული. აბა როგორ? ეს ის ხელებია, რომლებმაც გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახადა!

www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0