შოუბიზნესი ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნინო ჩხეიძის დაპირისპირება, ანუ რა მანძილია წაღვერიდან მოსკოვამდე და წყალტუბოდან ლონდონამდე?! 2014, 6 ოქტომბერი, 19:13 რუსეთის დედაქალაქმა, მოსკოვმა თბილისობას უმასპინძლა. საზეიმო კონცერტში თბილისიდან ჩასულმა და მოსკოვში მოღვაწე ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა. ერმიტაჟის ბაღში რამდენიმე ქართულმა რესტორანმა საკუთარი პროდუქტი წარადგინა, მისულ სტუმრებს ქართული კერძები დააგემოვნებინეს და რამდენიმე მათგანის მომზადებაც ასწავლეს.
ქართველების ვიზიტმა მოსკოვში საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა.
"მახსოვს ჩვენი "აღშფოთება" მოსკოვში მოცეკვავე თუ მომღერალ ადამიანებზე! მაშინვე ვამბობდით, აი პუტინს უმღერიან... ცუდები, ხშირ შემთხვევაში მოღალატეებსაც ვეძახდით! დღეს ყველა ჩუმად ვართ მოსკოვში წასულ ახალ შემადგენლობაზე! თბილისობა რომ იმართება თურმე ხუბუტიას ორგანიზებით. ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ!"-წერდა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ნანუკა ამ კომენტარითაც არ შემოიფარგლა. "რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე"-წერდა ჟურნალისტი. მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნინო ჩხეიძემაც მოიცალა სოციალური ქსელისათვის. "ძალიან მომბეზრდით თქვენი ფსევდო პატრიოტიზმით. საქართველოში ყველა უსაქმური ვითომ პატრიოტი და პოლიტიკოსია. პ.ს. გუშინ კითხვა დასვეს რამდენია მანძილი წაღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათია და წყალტუბოდან ლონდონამდე ნამდვილად არ ვიცი"-წერს ნინო ჩხეიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. 901 2-ს მოსწონს
|