შოუბიზნესი ბრიტანელი მოდელი 18 თვე ხვდებოდა კაცს და შვილიც გაუჩინა, რომელიც სინამდვილეში ფეხბურთელი არ აღმოჩნდა 2014, 3 ოქტომბერი, 22:49 შოუბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ ფლირტი თუ სასიყვარულო რომანები სხვადასხვა ცნობად და ზოგჯერ არაცნობად ადამიანებთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში უფრო ცნობადებთან. მართალია მათი მრავალგვარი ურთიერთობა სულაც არ წარმოადგენს მათთვის პრობლემას, მაგრამ შემთხვევამ, რომელიც ინგლისელ მოდელს Josie Cunningham-ს შეემთხვა, იგი სასოწარკვეთასა და დეპრესიამდე მიიყვანა. მაშ, რა შეემთხვა ამისთანა 24 წლის მოდელს??
ყოფილი მეძავი-Josie, რომელმაც მკერდის გადიდების შემდეგ ახალ კარიერას-მოდელობას მიჰყო ხელი და დაივიწყა წარსული, წელიწადნახევრის მანძილზე ხვდებოდა და შვილიც გააჩინა კაცისგან, რომელიც ფეხბურთელი Curtis Davies-ი ეგონა და მეტიც, გუნდის კაპიტანი. წყვილის ურთიერთობა გასული წლის აპრილში დაიწყო და ძირითადად ხვდებოდა ერთმანეთს სასტუმროში, სადაც Curtis Davis-ი ცხოვრობდა. ხანგრძლივი დროით Josie-ს მასთან ვიზიტებმა მოახდინა ისე, რომ მოდელი დაუახლოვდა სასტუმროს მენეჯერს, რომელმაც დანამდვილებით იცოდა რომ ბიჭი ფეხბურთელი არ იყო და სწორედ მისგან გაიგო მოდელმა ამ დეზინფორმაციის შესახებ. "ვგრძნობ როგორ ვარ ამოსვრილი ლაფში, შელახული, განადგურებული, მორალურად შეურაცყოფილი და მეტიც, უდიდეს დეპრესიაში მყოფი. კაცი, რომელიც ფეხბურთელი მეგონა და თავი შემაყვარა, სინამდვილეში 18 თვის მანძილზე მანიპულირებდა ჩემით, მე კი მასთან მქონდა ინტიმური ურთიერთობა და შვილიც გავუჩინე, სინამდვილეში კი სულაც არ ყოფილა ის, რადაც თავს ასაღებდა. არ ვარ ჭკვიანი, ცხოვრებაში პირველად მინდა ვაღიარო"- წერდა Josie საკუთარ Twitter-ზე. თვითმარქვია 29 წლის Curtis Davis-მა კი ეხლახანს დაიწყო კარიერის აწყობა, რომ გახდეს ფეხბურთელი და ხვდება მსახიობს Laura Dern-ს. სულაც არ აღელვებს თუ რა ტკივილი მიაყენა მოდელს თავისი ტყუილით და აღარ აპირებს მასთან დაბრუნებას, უბრალოდ წერს რომ წუხს მომხდარის გამო, თუმცა ცხოვრებას განაგრძობს მის გარეშე. 629 13-ს მოსწონს
|