იარაღი და ტექნიკა ყველაზე უჩვეულო ტანკები 2014, 1 ოქტომბერი, 0:11 საბრძოლო კვადროციკლი(1899), ერთ-ერთი ყველაზე პირველი ტანკი შექმნეს დიდ ბრიტანეთში და ის წარმოადგენდა ოთხბორბლიან ურიკას რომლელზედაც დამაგრებული იყო ტყვიამფრქვევი, ეს ყველაფერი მოძრაობაში მოჰყავდა 1, 5 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე აგრეგატს, ამ მოწყობილობას არ გააჩნდა არანაირი ჯავშანი და დამცავი, ითვლებოდა, რომ "ტანკისტი" უნდა დამალვოდა მტრის ტყვიას თყვიამფრქვევის ფარს უკან. ტანკი-ამფიბია 1921 1921 წელს ამერიკელმა კონსტრუქტორმა უოლტერ კრისტმა ააგო საბურავიანი წყალში მცურავი ტანკი. ეს საბრძოლო მაქანა აღჭურვილი იყო 75 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და განკუთვნილი იყო სანაპირო ზოლში სამხედრო ოპერაციების წარმოებისათვის. მოხმარებისას აღმოჩნდა რომ ამ ტანკს უამრავი ნაკლი ჰქონდა, გასროლისას ძალაინ ინჯღრეოდა, დაუცველი იყო ტანკის ეკიპაჟი, რადგანაც მას არ ჰქონდა სახურავი. ტანკი ტორგუდა 1934 ტანკი ტორგუდა ესპანურად კუ შექმნეს 1934 წელს ვენესუელაში, იმ დროისათვის ეს იყო ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, ტანკს გააჩნდა სრულყოფილი ჯავშანი, თუმცა გარეგნულად ტანკს კომიკური შესახედაობა ჰქონდა, ხოლო შეიარარების კომპლქსი ისევ შეადგენდა ერთ ტყვიამფრქვევს. რეალურ ტაქტიკურ ფასეულობას ეს ტანკები არ წარმოადგენდნენ. ამიტომ შეტანხმდნენ, რომ ისინი იქნებიან მეზობელი კოლუმბიური არმიის შეიარაღების სათადარიგო შემადგენლობაში. ტანკი ბობა-სემპლა (1940) მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბრძოლო ტექნიკა სწრაფად ნადგურდებოდა ახალი ზელანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ საკუთარი ტანკი.იმის გამო, რომ ახალი ტანკისთვის მცირე ტანხები იქნა გამოყოფილი ეს საბრძოლო მანქანა აიგო ჩვეულებრივი დე 8 ტრაქტორის ბაზაზე."ბობა სემპლა"- სახელწოდება დაერქვა მაშინდელი შრომის მინისტრის პატივსაცემად. ტანკი აღჭურვილი იყო ტყვიამფრქვევით, რომელსაც მართავდა ეკიპაჟის წევრი, არ ჰქონდა ტანკს საბრძოლო მანქანის შესაბამისი პროპორციები. 152 1-ს მოსწონს
|