x
სიცოცხლის ხანგრძლივობა 110-120 წლამდე გაიზრდება
ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა უახლოეს მომავალში გაიზრდება, სულ მალე ადამიანები 90 წლამდე, ხოლო 2050 წლისათვის უკვე 110-120 წლამდე იცოცხლებენ. ამას ამტკიცებს რუსეთის სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიების კომიტეტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ვალერი ჩერეშნევი. ამის შესახებ მან გერონტოლოგიის პრობლემებთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა. პირველ რიგში ეს შეეხება იაპონიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპულ სახელმწიფოებს. პროგნოზი გამართლდება მხოლოდ იმ პირობებში თუ ჯანდაცვის არსებული ტემპები არ შენელდება, ხოლო ადამიანების ბიოლოგიური თავისებურებები გააგრძელებს ცვლას ძველებურ რიტმში.

როგორც ცნობილია რუსეთს ჯერ ეს პროგნოზები არ შეეხება, ეს ქვეყანა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით მსოფლიოს 250მ ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. თუმცა ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 45-47 წელია.მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანები ცოცხლობენ 80-82 წელი, რუსეთში 72 წლამდე.

ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობაა ამჟამად არის ანდორაში, 84 წელი. ასევე ლიდერობენ იაპონია( 83, 5 წელი), დანია, შვეიცარია, ფინეთი და ნორვეგია.

ასევე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა მიაღწევს 9 მილიარდს, რაც უამრავ პრობლემას მოიტანს, მსოფლიო ძალიან შეიცვლება, ხოლო ადამიანებს მოუწევთ საჭმლისთვის იბრძოლონ, უფრო მეტად მძიმე სიტუაცია იქნება აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებში.








image

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0