x
image
worldsport.ge
“მანჩესტერს” რონალდუს დაბრუნება 160 მილიონი დაუჯდება

imageმას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას სატრანსფერო პოლიტიკა დაუწუნა, “სამეფო კლუბიდან” მისი შესაძლო წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება. ბრიტანული პრესა პორტუგალიელის “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას ვარაუდობს, სადაც ის 2003-2009 წლებში გამოდიოდა.
Daily Star-ის ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერელებს კრიშტიანუს შეძენა 160 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ, პორტუგალიელისთვის ყოველკვირეულ ანაზღაურებად კი 500 000 გირვანქა სტერლინგის დანიშვნა მოუწევთ. რონალდუ “რეალში” ამჟამად ყოველკვირეულად დაახლოებით 350 ათასს გამოიმუშავებს. კლუბების მხრიდან შესაძლო გარიგების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა, ხოლო თავად ფეხბურთელი მადრიდიდან აბარგებას გამორიცხავს და გავრცელებულ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს.
2009 წელს, “მანჩესტერიდან” “რეალში” რონალდუს ტრანსფერი, იმ დროისთვის მსოფლიო ფეხბურთში სარეკორდო თანხად, 84 მილიონ ევროდ განხორციელდა. პორტუგალიელ შემტევს მადრიდელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

www.worldsport.ge

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0